დიდხევი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
გარეგნობა
დიდხევი[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ვანათის თემში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მდინარეების დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის წყალგამყოფი გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში. ზღვის დონიდან 1220 მეტრი, ცხინვალიდან 20 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Стырком).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 543.