ქვემო კორკულა
იერსახე
ქვემო კორკულა — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ქსუისის თემში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფი ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1360 მეტრი, ცხინვალიდან 16 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Дæллаг Къоркъула).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 514.