შინაარსზე გადასვლა

ღორტევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ღორტევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ვანათი
კოორდინატები 42°18′33″ ჩ. გ. 44°02′09″ ა. გ. / 42.30917° ჩ. გ. 44.03583° ა. გ. / 42.30917; 44.03583
ღორტევი — საქართველო
ღორტევი
ღორტევი — ერედვის მუნიციპალიტეტი
ღორტევი

ღორტევი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ვანათის თემში.

მდებარეობს გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ორტევის (პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ცხინვალიდან 15 კილომეტრი.

1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება.