შინაარსზე გადასვლა

ზემო სნეკვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო სნეკვი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ქსუისი
კოორდინატები 42°17′16″ ჩ. გ. 44°06′49″ ა. გ. / 42.28778° ჩ. გ. 44.11361° ა. გ. / 42.28778; 44.11361
ცენტრის სიმაღლე 1280
ზემო სნეკვი — საქართველო
ზემო სნეკვი
ზემო სნეკვი — ერედვის მუნიციპალიტეტი
ზემო სნეკვი

ზემო სნეკვი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტის ქსუისის თემში (შიდა ქართლის მხარე).

მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1280 მ-ზე, ერედვიდან 10 კმ-ის და ცხინვალიდან 20 კმ-ის დაშორებით.

ზემო სნეკვი ისტორიული სოფლის სნეკვის ნაწილია. საბჭოთა პერიოდში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის შემადგენლობაში. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 14 მცხოვრები (ოსები — 78 %, ქართველები 21 %). ოლქის გაუქმების შემდეგ, 1990–2006 წლებში ოფიციალურად შედიოდა გორის რაიონში, 2006 წლიდან — ერედვის მუნიციპალიტეტში, თუმცა საქართველოს კონტროლი სოფელზე არ ვრცელდებოდა.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.}

კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემო სნეკვის განაპირას, სოფლის სასაფლაოზე, ნუკრიაანთ უბანში შემორჩენილია IX-X საუკუნის დასაწყისის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია. ეკლესია ნაშენია ყორით, შირიმისა და წითელი ქვით. გეგმით სწორკუთხა ნაგებობას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. დასავლეთის კედელში, შესასვლელის ორივე მხარეს, თითო მაღალი ნიშია. კამარის საბჯენი თაღები პილასტრებზეა დაყრდნობილი. სამხრეთის კარის თავზე ჩაღრმავებული ტიმპანია, ხოლო აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე, — ბოლოებგაშლილი ჯვრის რელიეფური გამოსახულება. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 1 კმ-ზე არის აგრეთვე შუა საუკუნეების ღვთისმშობლის („ყველაწმინდის“) დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კმ-ზე გაბუაანთ უბანში — კიდევ ერთი მცირე ზომის ნაეკლესიარი.[1]