ბისოითა
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ბისოითა | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ბელოთი |
| კოორდინატები | 42°22′22″ ჩ. გ. 44°20′16″ ა. გ. / 42.37278° ჩ. გ. 44.33778° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1100 მ |
ბისოითა[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბელოთის თემში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხარულის ქედის დასავლეთ კალთაზე. მდინარე ფაჩურისწყლის (მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1100 მ. ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 30 კმ, გორიდან — 65 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Бисойтæ).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 443.