ზემო ფრისი
| სოფელი | |
|---|---|
|
ზემო ფრისი | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ერედვი |
| კოორდინატები | 42°13′58″ ჩ. გ. 43°59′46″ ა. გ. / 42.23278° ჩ. გ. 43.99611° ა. გ. |
| ადრეული სახელები | ქართული ფრისი |
| ცენტრის სიმაღლე | 1000 მ |
ზემო ფრისი, ფრისი (ყოფ. ქართული ფრისი) — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტის ერედვის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლი).
მდებარეობს გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1000 მ-ზე, ერედვიდან 4,5 კმ-ის და ცხინვალიდან 5 კმ-ის დაშორებით. სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ფრისი იხსენიება იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (XVIII საუკუნის მიწურული) სამაჩაბლოს სოფლებს შორის.[1] საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1922 წელს შეიყვანეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის შემადგენლობაში. საბჭოთა პერიოდში ფრისი გაიყო ორ სოფლად: აღმოსავლეთ ნაწილს ეწოდა ქართულ ფრისი (შემდგომში — ზემო ფრისი), დასავლეთ ნაწილს — ოსური ფრისი (შემდგომში — ფრისი). ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ მიეკუთვნა გორის რაიონს (ბერულის თემი), 2006 წელს — ერედვის მუნიციპალიტეტს (ერედვის თემი) ფრისის სახელწოდებით. 2008 წლის აგვისტომდე სოფელს აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1989 | 268 (ქართველი 38%, ოსი 61%) | 153 | 115 |
| 2002[2] | 215 (ქართველი 53%, ოსი 47%) | 105 | 110 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 350.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 511.