არდისი
Jump to navigation
Jump to search
სოფელი | |||
---|---|---|---|
არდისი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ბიყარი | ||
კოორდინატები | 42°16′26″ ჩ. გ. 44°21′05″ ა. გ. / 42.27389° ჩ. გ. 44.35139° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 1800 მ | ||
|
არდისი[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბიყარის თემში.
სექციების სია
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს მდინარე მეჯუდის სათავესთან. ზღვის დონიდან 1800 მეტრი, ცხინვალიდან 35 კილომეტრი, გორიდან — 42 კილომეტრი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2007 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Ардис).
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 38 მცხოვრები.
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: არდისის სამების ეკლესია, არდისის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი, არდისის წმინდა გიორგის ნაეკლესიარი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 193, თბ., 1997 წელი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 559, თბ., 1975 წელი.