ქსუისი
იერსახე
ქსუისი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს შიდა ქართლის ვაკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭარებულის მარჯვენა ნაპირზე. იყო თემის ცენტრი (სოფლები: ბერიჯვარი, დისევი, დმენისი, ზემო კორკულა, ზემო სნეკვი, ზემო ქერე, კულბითი, ნანიაური, სათიხარი, ქვემო კორკულა, ჭარები, ხელჩუა, ხუგასთა). ზღვის დონიდან 930 მეტრი, ცხინვალიდან 13 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 566.