შინაარსზე გადასვლა

დმენისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დმენისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ქსუისი
კოორდინატები 42°16′22″ ჩ. გ. 44°03′58″ ა. გ. / 42.27278° ჩ. გ. 44.06611° ა. გ. / 42.27278; 44.06611
ცენტრის სიმაღლე 1000
დმენისი — საქართველო
დმენისი
დმენისი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
დმენისი
დმენისი — ერედვის მუნიციპალიტეტი
დმენისი

დმენისისოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში (ქსუისის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1000 მ-ის სიმაღლეზე. ერედვიდან დაშორებულია 6 კმ-ით, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 14 კმ-ით. 1989 წლის აღწერით სოფლის მოსახლეობა იყო 1383 მცხოვრები, ეთნიკურად ოსები.

1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში, ოლქის გაუქმების შემდეგ, 1990-2006 წლებში — გორის მუნიციპალიტეტში, 2006 წლიდან — ერედვის მუნიციპალიტეტში, თუმცა 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად სოფელი არ ექვემდებარებოდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პერიოდში, დმენისი მცირე ხნით (8-10 აგვისტო) დაიკავეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა. 2008 წლიდან საქართველოს კანონმდებლობით გამოცხადებულია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად.[1]

სოფლის განაპირას დგას შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — X საუკუნის I ნახევრის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. სამხრეთიდან და დასავლეთიდან მინაშენები ჰქონდა. ფასადები შემოსილია მუქი წითელი და რუხი ფერის ქვის დიდი კვადრებით. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე მოთავსებულ დიდ ფილაზე გამოსახულია ვაზით გარშემოვლებული ჯვარი.