შინაარსზე გადასვლა

გუჩმასთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გუჩმასთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ვანათი
კოორდინატები 42°18′09″ ჩ. გ. 44°01′12″ ა. გ. / 42.30250° ჩ. გ. 44.02000° ა. გ. / 42.30250; 44.02000
ცენტრის სიმაღლე 1280
გუჩმასთა — საქართველო
გუჩმასთა
გუჩმასთა — ერედვის მუნიციპალიტეტი
გუჩმასთა

გუჩმასთა[1][2]სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ვანათის თემში.

მდებარეობს გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე წყალწმინდის (პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1280 მეტრი, ცხინვალიდან 15 კილომეტრი.

1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში, შემდეგ ერედვის მუნიციპალიტეტში.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[3]

წელიმოსახლეობამამაკაციქალიეროვნება
1939[4]402020
1970[4] 291019ოსები
1979[4] 1587ოსები
1989[4] 19910ოსები