ვალითა
იერსახე
ვალითა, ვალიაანთ კარი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში (არცევის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს ტირიფონის ვაკის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე არცეულის (მეჯუდის აუზი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1030 მეტრზე. ერედვიდან დაშორებულია 13 კმ-ით, ხოლო ცხინვალიდან — 20 კმ-ით.
1990 წლამდე სოფელი შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 15 მცხოვრები. ოლქის გაუქმების შემდეგ, 1991-2006 წლებში ვალითა შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში, შემდეგ — ერედვის მუნიციპალიტეტში. საქართველოს კანონმდებლობით (2008) ითვლებდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად.[1] ოსური ადმინისტრაცია სოფელს უალითიყაუს (ოს. Уалытыхъæу) უწოდებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვალითა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.