ზემო ვილდა
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ზემო ვილდა | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ბიყარი |
| კოორდინატები | 42°15′38″ ჩ. გ. 44°16′33″ ა. გ. / 42.26056° ჩ. გ. 44.27583° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1480 მ |
ზემო ვილდა — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბიყარის თემში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მდინარე მეჯუდის ხეობაში. ზღვის დონიდან 1480 მეტრი, ცხინვალიდან 45 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. ...).
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 507.