შინაარსზე გადასვლა

ზემო კორკულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო კორკულა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ქსუისი
კოორდინატები 42°12′42″ ჩ. გ. 44°07′27″ ა. გ. / 42.21167° ჩ. გ. 44.12417° ა. გ. / 42.21167; 44.12417
ცენტრის სიმაღლე 1110
მოსახლეობა 138 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ოსები (97%)
ზემო კორკულა — საქართველო
ზემო კორკულა
ზემო კორკულა — ერედვის მუნიციპალიტეტი
ზემო კორკულა

ზემო კორკულა (ოს. Уæллаг Къоркъула) — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ქსუისის თემში.

მდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფი ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1110 მ-ზე, ერედვიდან 10 კმ-ში.

XX საუკუნის დასაწყისამდე ზემო კორკულა და ქვემო კორკულა ცნობილი იყო საერთო სახელწოდებით — კორკულა. ამ სახელით მოხსენიებულია ქსნის საერისთავოს სოფლებს შორის.[1] 1922–1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში. ოლქის გაუქმების შემდეგ (1990) ზემო კორკულა იყო ჯერ გორის რაიონის, შემდეგ ერედვის მუნიციპალიტეტის ნაწილი. სოფელზე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომამდე. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი — გიგოლაანთ სალოცავი.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 453 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]1387860