შინაარსზე გადასვლა

ზემო სარაბუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო სარაბუკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ვანათი
კოორდინატები 42°16′31″ ჩ. გ. 44°02′15″ ა. გ. / 42.27528° ჩ. გ. 44.03750° ა. გ. / 42.27528; 44.03750
ცენტრის სიმაღლე 1160
ზემო სარაბუკი — საქართველო
ზემო სარაბუკი
ზემო სარაბუკი — ერედვის მუნიციპალიტეტი
ზემო სარაბუკი

ზემო სარაბუკისოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტის ვანათის თემში.

მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1160 მ-ზე, ერდვიდან 6 კმ-ში, ცხინვალიდან 11 კმ-ში.

ზემო სარაბუკი ისტორიული სოფლის სარაბუკის ნაწილია. სარაბუკი იხსენიება იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (XVIII საუკუნის მიწურული) ქსნის საერისთავოს სოფლებს შორის.[1]

საბჭოთა პერიოდში, 1922–1990 წლებში ზემო სარაბუკი შეიყვანეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში. 1989 წლის აღწერით იყო 136 მცხოვრები, ძირითადად ოსები. ოლქის გაუქმების შემდეგ, ზემო სარაბუკი ოფიციალურად შედიოდა გორის რაიონში, 2006 წლიდან — ერედვის მუნიციპალიტეტში. საქართველოს იურისდიქცია სოფელზე არ ვრცელდებოდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის წინა პერიოდში და პირველ დღეებში საქართველოს და ოს სეპარატისტთა ძალებს მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლები სარაბუკის სიმაღლეებისთვის, საიდანაც სეპარატისტები პატარა ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებს ბომბავდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.}