საწნახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საწნახელი

საწნახელი — ყურძნის დასაჭყლეტი, დასაწნეხი, დასაწური და ღვინის დასაყენებელი ჭურჭელი, ძირითადად საქართველოში. ამზადებდნენ ხისგან (ცაცხვი, წაბლი, თელა, თხილი), ქვისგან, კვეთდნენ კლდეში. ხის საწნახელი ძირითადად ორი სახისაა: მრგვალი და გაკუთხული. პატარა ხის საწნახელი 15-20 ფუთს იტევს, ხოლო დიდი — 3000 ფუთს. ამჟამად ხის საწნახელები ხმარებიდან გამოსულია. იშვიათად გვხვდება ცემენტის ხსნარით ნაგები საწნახელები.

უძველესი კლდეში ნაკვეთი საწნახელები ელინისტური ხანით თარიღდება (უფლისციხე, ზენითი), გვხვდება ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანებშიც. უფრო მოგვიანებით, მეღვინეობის განვითარების უფრო მაღალ დონეზე, გაჩნდა დამოუკიდებელი მოწყობილობა — ჭაჭის მექანიკური საწნახელი. იგი უკვე ნიკორწმინდის XI საუკუნის „დაწერილშია“ ნახსენები. აქვეა მოხსენიებული ხის საწნახელი, ქვითკირის „საწნეხი“ და ნაგებობა — „სასაწნელო“. საწნახელს იშვიათად დღესაც იყენებენ. რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში ტკბილის ჭაჭაზე დადუღება ძირითადად საწნახელში ხდება. საწნახელში აყენებენ ასევე წყალნარევ, ე.წ. სახარაჯო ღვინოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ბოხოჩაძე ა. , მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში, თბილისი, 1963;
  • ფრუიძე ლ. , მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, წიგნი 1 - რაჭა, თბილისი, 1974;
  • ჯავახიშვილი ივ. , მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისთვის, წიგნი 1, ნაწილი 4, 5 - მეღვინეობა და მეხილეობა საქართველოში, თბილისი, 1964