მსოფლიოს გარშემო ოთხმოცი საოცრებისთვის
| მსოფლიოს გარშემო 80 საოცრებისათვის | |
| Around the World in 80 Treasures | |
| ფორმატი | დოკუმენტური |
| ავტორი | BBC Two |
| პროდიუსერი | BBC |
| როლებში | დენ კრიკშენკი |
| ქვეყანა | |
| ეკრანებზე | 21 თებერვალი 2005 — 25 აპრილი 2005 |
| ქრონომ. | 7 სთ. 40 წთ. |
| სეზონი | |
მსოფლიოს გარშემო 80 საოცრებისთვის ესაა 10 ნაწილიანი დოკუმენტური სერიალი, გადაღებული BBC-ის მიერ. ფილმის წამყვანი დენ კრიკშენკი ხუთი თვის განმავლობაში მოგზაურობდა რა მსოფლიოს გარშემო, ათვალიერებდა ადამიანთა ხელთქმნილ ტაძრებს, შენობებს და სხვადასხვა საგნებს. მან მოიარა 6 კონტინენტი და დაჰყო 34 ქალაქში. დენ კრიკშენკის მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო ძალიან დაემსგავსა ჟიულ ვერნის - ”ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო”. ამ სერიალის გადაღებისას კრიკშენკი ცდილობდა რომ მისი ფილმი ყოფილიყო მრავალფეროვანი, რისთვისაც მან გამოიყენა: თვითმფრინავი, მატარებელი, აქლემი, ვირი, ველოსიპედი, მანქანა, სკუტერი, კანოე, ნავი და სხვა. ოფიციალურად DVD BBC-ის მიერ გამოშვებულ იქნა 19 მაისს 2008 წელს. თითოეული სერია 46 წუთიანია.
[რედაქტირება] ეპიზოდი 1: პერუდან ბრაზილიამდე
| # | ადგილმდებარეობა | საოცრება | სურათი | მოკლე აღწერა | კოორდინატები |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | ანდები, პერუ | მაჩუ-პიკჩუ | საყოველთაოდ ცნობილი ინკების იმპერია აღმოჩენილი იქნა 1911 წ. |
/ |
|
| 2 | მარასი, პერუ | ინკების მარილის საბადო | მარილის საბადოები შექმნილი ინკების მიერ XV საუკუნეში. |
/ |
|
| 3 | ნასკას უდაბნო, პერუ | ნასკას ხაზები | ცხოველების ფიგურების 300-ზე მეტი გამოსახულება, რომლის დანახვა მაღლა ციდან შეიძლება. თარიღდება III-IV საუკუნეებით. |
/ |
|
| 4 | ლამბაიეკე, პერუ | ობობის ქსელი სიპანიდან | ობობა ღმერთის 10 ოქროს გულსაბნევი. |
/ |
|
| 5 | ტრუხილო, პერუ | ჩან-ჩანი | გამოუმწვარი თიხისგან აშენებული სახლები. თარიღდება XIV საუკუნით. |
/ |
|
| 6 | აღდგომის კუნძული, ჩილე | მოაი | მასიური ლოდისაგან გამოკვეთილი ადამიანთა გამოსახულება, შექმნილი პოლინეზიელების მიერ XII-XVII ს. |
/ |
|
| 7 | კუიაბა, ბრაზილია | უმაჰარას თავსაბურავები | ამაზონის სიმბოლო. უმაჰარას თავსაბურავები, რომლებიც გამოირჩევა ფერთა ფართო გამით. კეთდება ფრინველთა ბუმბულებისა და ადამინათა თმებისაგან. |
/ |
|
| 8 | რიო დე ჟანეირო, ბრაზილია | ქრისტეს ქანდაკება | იესო ქრისტეს 38 მეტრანი ქანდაკება, ყველაზე დიდი ქანდაკება გაკეთებული არტ-დეკოს სტილში. |
/ |
[რედაქტირება] ეპიზოდი 2: მექსიკიდან ჩრდილოეთ ამერიკისაკენ
| # | ადგილმდებარეობა | საოცრება | მოკლე აღწერა | სურათი | კოორდინატები |
|---|---|---|---|---|---|
| 9 | სამხრეთ მექსიკა | პალენკე | მაიას ცივილიზაცია წარმოდგენილი მისი დედაქალაქის პალენკეს სახით, რომელიც აშენებულია 650 ჩ.წ. |
/ |
|
| 10 | ტეოტიუაკანი, მექსიკა | ტულას ტიტანები | ტოლტეკების მიერ აშენებული ქალაქი, რომელიც აშენებულია 200 ჩ.წ. |
/ |
|
| 11 | მეხიკო, მექსიკა | ადამიანი, მსოფლიოს მმართველი | დიეგო რავიერას ნახატი, რომელიც ნელსონ როკფელერის მიერ იყო შეკვეთილი. მხატვარი ამ კომპოზიციაში მთავარ როლს ”ყოვლისშემძლე” ადამიანს უთმობს. |
/ |
|
| 12 | კორტეზი, კოლორადო | 1851 წლის კოლტის ბარაბნიანი რევოლვერი | გამოშვებულია ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. | Colt 1851 Navy Revolver |
/ |
| 13 | კოლორადო | მესა ვერდეს ნაციონალური პარკი | XI საუკუნეში ამოუცნობი ხალხის მიერ აშენებული ქალაქი კლდეში. |
/ |
|
| 14 | შარლოტსვილი, ვირჯინია | მონტიჩელო | XVIII საუკუნეში ტომას ჯეფერსონის მიერ აშენებული სახლი. |
/ |
|
| 15 | ნიუ იორკი, ნიუ იორკი | თავისუფლების ქანდაკება | 46 მეტრიანი ქანდაკება რომელიც ამერიკას საფრანგეთმა დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით აჩუქა. |
/ |
|
| 16 | მანჰეტენი, ნიუ იორკი | ცათამბრჯენი სიგრამ ბილდინგი (en:Seagram Building) | XX საუკუნის 50-იანი წლების პირველი საოფისე ცათამბრჯენი. |
/ |
[რედაქტირება] ეპიზოდი 3: ავსტრალიიდან კომბოჯამდე
| # | ადგილმდებარეობა | საოცრება | სურათი | მოკლე აღწერა | კოორდინატები |
|---|---|---|---|---|---|
| 17 | სიდნეი, ავსტრალია | წმ. იაკობის ეკლესია სიდნეიში | ავსტრალიის ყველაზე ძველი შენობა-ეკლესია, აშენებული 1819 წელს. |
/ |
|
| 18 | კაკადუს ეროვნული პარკი, ავსტრალია | კაკადუს ეროვნული პარკის კლდის მხატვრობა | ავსტრალიაში, აბორიგენთა მიერ კლდეზე შესრულებული ცხოველთა ყველაზე ძველი ნახატები. |
/ |
|
| 19 | ტორაჯალანდი, ინდონეზია | სულთა სახლები | აბორიგენების სახლები, რომელთაც ამოტრიალებული ნავების ფორმა აქვთ. |
/ |
|
| 20 | ტორაჯალანდი, ინდონეზია | ტაუ-ტაუ | ხის ფიგურები რომლებიც განასახიერებენ მიცვალებულებს. |
/ |
|
| 21 | იავა, ინდონეზია | ბორობუდურის ტაძარი | მსოფლიოში ყველაზე დიდი ბუდას ტაძარი. |
/ |
|
| 22 | აიუტია, ტაილანდი | ოქროს სპილო | ოქროს სპილოს ქანდაკება, რომელიც ტაილანდის ძველი დედაქალაქის ერთერთ სამარხში იპოვეს. |
/ |
|
| 23 | სიემ-რიპი, კამბოჯა | ანგკორ-ვატ | ტაძრების კომპლექსი, რომელიც ეძღვნება ინდუიზმის მთვარ ღმერთს, ვიშნუს. თარიღდება XII საუკუნით. |
/ |
|
| 24 | ანგკორი, კამბოჯა | ბაიონის ქვის სახეები/ანგკორ-თხომ | ტაძრების კომპლექსი, რომელიც ეძღვნება ბუდიზმის ღმერთ ბუდას. თარიღდება 1181 წლით. |
/ |
[რედაქტირება] ეპიზოდი 4: იაპონიიდან ჩინეთამდე
| # | ადგილმდებარეობა | საოცრება | მოკლე აღწერა | სურათი | კოორდინატები |
|---|---|---|---|---|---|
| 25 | ტოკიო, იაპონია | კატანა/სამურაის ხმალი | საბრძოლო იარაღი რომლებსაც იაპონელი სამურაები თავდაცვისთვის ხმარობდნენ. |
/ |
|
| 26 | ჰიმეძი, იაპონია | ჰიმეძის ციხესიმაგრე | სასახლე და ამავდროულად ციხესიმაგრე, რომელიც თავისი ისტორიის მანძილზე არასდროს დაცემულა. აშენდა 1333 წელს. |
/ |
|
| 27 | კიოტო, იაპონია | როან-ჯის ბაღი ძენის სტილით | ქვიშის ბაღი, რომლის ზედაპირზე ლოდები გააზრებულადაა განლაგებული. |
/ |
|
| 28 | პეკინი, ჩინეთი | აკრძალული ქალაქი | სასახლეების კომპლექსი, რომლის მიზანი იყო ზეცა ჩამოეტანათ მიწაზე. აშენდა 500 წლის წინათ. |
/ |
|
| 29 | პეკინი, ჩინეთი | ზაფხულის სასახლე პარკი | მარმარილოს გემი რომელიც ტბის ფსკერზეა აშენებული. ააშენეს 1755 წელს. |
/ |
|
| 30 | ჩინეთი | ჩინეთის დიდი კედელი | ჩინეთის დიდი კედელი გადაჭიმული იყო მაშინდელი ჩინეთის მთელ საზღვარზე მტრებისგან თავდასაცავად. |
/ |
|
| 31 | სიანი, ჩინეთი | ტერაკოტის არმია | 8000 ადამიანის სიმაღლის ფიგურა რომლებიც იმპერატორს დასაფლავებისას სიკვდილის შემდეგ იმქვეყნიურ მცველებად დაუდგეს. აღმოჩენილია 1974 წელს. |
/ |
|
| 32 | შანხაი, ჩინეთი | მინგის დინასტია ფაიფური | თითოეული ფაიფურის ნივთი არის უნიკალური. |
/ |
[რედაქტირება] ეპიზოდი 5: ინდოეთიდან შრი-ლანკამდე
| # | ადგილმდებარეობა | საოცრება | სურათი | მოკლე აღწერა | კოორდინატები |
|---|---|---|---|---|---|
| 33 | კალკუტა, ინდოეთი | დურგას ქალღმერთი | ქალღმერთ დურგას თიხის გამოსახულებები რომელიც ქალურ საწყისს წარმოადგენს. |
/ |
|
| 34 | შრი-ლანკა | სიგირია | ქალაქი რომელიც კასიაპამ დააარსა 470-480 წლებში. |
/ |
|
| 35 | პოლონარუვა, შრი-ლანკა | ბუდას გიგანტური ქანდაკება | ბუდას 40 მეტრიანი ქანდაკება გამოთლილი მასიური გრანიტისგან 1180 წელს. |
/ |
|
| 36 | კანდი, შრი-ლანკა | ბუდას კბილი | მას შემდეგ რაც ბუდა გარდაიცვალა, მოხდა მისი კრემაცია. კრემაციის შემდეგ ფერფლში აღმოჩნდა 4 კბილი. ერთერთი არი შრილანკაზე. |
/ |
|
| 37 | კოჩინი, ინდოეთი | კოჩინის სუნელები | კულინარიის სუნნელები რომლებიც მთელ მსოფლიოში იგზავნება. |
/ |
|
| 38 | მადურაი, ინდოეთი | მენაკშეს ტაძარი | სამმკერდიანი ქალღმერთის ტაძარი. |
/ |
|
| 39 | ჯაიპური, ინდოეთი | ჯანტარ-მანტარი ობსერვატორია | ობსერვატორია რომელიც აშენებულია 1727-1734 წწ. |
/ |
|
| 40 | აგრა, ინდოეთი | თაჯ-მაჰალი | მუღალთა იმპერატორი შაჰ ჯაჰანით შეკვეთით თაჯ-მაჰალი გახდა მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის, მავზოლეუმი. |
/ |
[რედაქტირება] ეპიზოდი 6: უზბეკეთიდან სირიამდე
| # | აგილმდებარეობა | საოცრება | მოკლე აღწერა | სურათი | კოორდინატები |
|---|---|---|---|---|---|
| 41 | სამარყანდი, უზბეკეთი | სამარყანდის შორენკეცის ფილები | აბრეშუმის გზაზე მდგარი ქალაქი სამარკანდი რომელიც ტამერლანმა ააშენა. |
/ |
|
| 42 | ბუხარა, უზბეკეთი | ბუხარის ბაზარი | ბუხარა ცნობილი იყო ყოველთვის გადახურული ბაზრობებით. |
/ |
|
| 43 | ბაქო, აზერბაიჯანი | ცეცხლის საყდარი ბაქოში | უკვე რამდენი საუკუნეა რაც მიწის სიღრმიდან ამოსულ გაზებს ცეცხლი უკიდიათ. სწორად აქ დგას ცეცხლის საყდარი. |
/ |
|
| 44 | ისპაანი, ირანი | იმამის მეჩეთი | იმამის მეჩეთი რომელიც ისპაანის იმავდროულ ცენტრს წარმოადგენს და ყველაზე ლამაზია მეჩეთებს შორის. |
/ |
|
| 45 | შირაზი, ირანი | სპარსული ხალიჩა | შირაზის ხალიჩის ბაზარზე ვაჭრობენ მხოლოდ შეძლებული ადამიანები. |
/ |
|
| 46 | კერმანშახის პროვინცია, ირანი | ბეჰისთუნის წარწერა | 1835 წელს ჰენრი როულინზონის მიერ კლდეზე აღმოჩენილი რამდენიმე ენაზე (ლურსმული) შესრულებული ტექსტი. |
/ |
|
| 47 | ფარსის პროვინცია, ირანი | პერსეპოლისი | ანტიკური სპარსეთის დედაქალაქის ნანგრევები. |
/ |
|
| 48 | დამასკო, სირია | ელ-ჰემიდის ბაზრობის ქუჩები | ბაზარის კომპლექსი ქალაქის ძველ უბანში. |
/ |
[რედაქტირება] ეპიზოდი 7: იორდანიიდან ეთიოპიამდე
| # | ადგილმდებარეობა | საოცრება | სურათი | მოკლე აღწერა | კოორდინატები |
|---|---|---|---|---|---|
| 49 | იორდანია | პეტრა | ძველი ქალაქი ნაბათაიანი, აღმოჩენილი იქნა იოან ლუდვიგ ბარხაპის მიერ 1812 წელს. | 30°19′43″N 35°26′31″E | |
| 50 | მადაბა, იორდანია | წმინდა მიწის მადაბას რუქა | 6 საუკუნის მოზაიკური იატაკი, სადაც გამოსახულია პირველი კარტოგრაფია. . | 31°43′3.54″N 35°47′39.12″E | |
| 51 | იერუსალიმი, ისრაელი | მორიას | იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიას, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად სოლომონ მეფემ ააგო ებრაული ტაძარი. | 31°46′39.4″N 35°14′7.8″E | |
| 52 | აქსუმი, ეთიოპია | აქსუმის სტელა | 24 მეტრიანი და 100 ტონიანი მონოლითური ასზე მეტი სტელა მდებარეობს ქალაქ აქსუმში აშენებული 1700 წლის წინათ. | 14°07′N 38°44′E | |
| 53 | დებრე-დამო, ეთიოპია | წიგნი მარიამის საოცრება | ძველი ეთიოპიური მანუსკრიპტი რომელიც მოგვითხრობს ღვთისმშობლის სასწაულებზე. | ||
| 54 | ლალიბელა, ეთიოპია | ლალიბელის კლდეში ნაკვეთი ეკლესია | თერთმეტი კლდეში ნაკვეთი ეკლესია რომელიც 12 საუკუნეშია აგებული. | 12°02′N 39°02′E | |
| 55 | ლალიბელა, ეთიოპია | ლალიბელის ჯვარი | ახალი იერუსალიმის სიმბოლო. ოქროს ჯვრის ასაკი 800 წელზე მეტია. | 12°02′N 39°02′E |
[რედაქტირება] ეპიზოდი 8: მალიდან ეგვიპტემდე
| # | ადგილმდებარეობა | საოცრება | მოკლე აღწერა | სურათი | კოორდინატები |
|---|---|---|---|---|---|
| 56 | ჯენე, მალი | ჯენეს მეჩეთი | ტალახისგან (ალიზი)აშენებული ქალაქის ცენტრში მდებარე ალიზითვე ნაგები მეჩეთი. | 13°54′19″N 4°33′20″W | |
| 57 | სანგა, მალი | დაგონთა კლდის მხატვრობა | ადგილი სადაც გამოსახულია სხვადასხვა გამოსახულებები. | ||
| 58 | სანგა, მალი | დაგონთა მასკები | მასკებს იყენებენ ცეკვების დროს, რომლებიც გარკვეულ სიმბოლიკას ატარებენ. | ||
| 59 | ტრიპოლი, ლიბანი | ლეპტის მაგნა | ანტიკური ქალაქი ლეპტის მაგნა იყო სავაჭრო ხიდი ევროპასა და აფრიკას შორის. | 32°37′48″N 14°18′44″E | |
| 60 | Gasr Al-Hajj, ლიბია | ბერბერეთა სათავსო | შენობა რომელშიც ბერბერები სხვადასხვა პროდუქტს ინახავდენენ. აშენებულია 1000 წლის წინათ. | ||
| 61 | ეგვიპტე | ეგვიპტის პირამიდები | დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზას პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. | 29°58′45.03″N 31°08′03.69″E | |
| 62 | ქაირო, ეგვიპტე | ტუტანხამონის ნიღაბი | ბიჭი ფარაონი რომელიც ქვეყანას მართავდა 3000 წლის წინათ. | 30.058°N 31.229°E | |
| 63 | ედფუ, ეგვიპტე | ედფუს ტაძარი | შევარდენის თავიანი ღმერთის სახელზე აშენებული ტაძარი. აშენდა 60 ჩ.წ. | 24°58′40″N 32°52′24″E | |
| 64 | ლუქსორი, ეგვიპტე | ნეფერტიტის აკლდამა | აკლდამა მორთულია სხვადასხვა ღმერთების გამოსახულებებით. |
[რედაქტირება] ეპიზოდი 9: თურქეთიდან გერმანიამდე
| # | ადგილმდებარეობა | საოცრება | სურათი | მოკლე აღწერა | კოორდინატები |
|---|---|---|---|---|---|
| 65 | კაპადოკია, თურქეთი | დერიკნუიუს მიწისქვეშა ქალაქი | კლდეში გამოკლვეთილი ლაბირინთები რომლებიც ერთიანობაში ქალაქს შეადგენს. 3500-4000 წლის წინათ ხეთებმა გაჭრეს პირველად. | 38°22′33″N 34°44′10″E | |
| 66 | სტამბული, თურქეთი | აია სოფია | აია-სოფია არის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია. | 41°0′31″N 28°58′48″E | |
| 67 | მოსკოვი, რუსეთი | მოსკოვის მეტრო | ხელოვნების ნიმუში, სხვანაირად ვერ დაახასიათებს კაცი მოსკოვის მეტროს. ეს იყო მაშინდელი მთავრობის უტყუარი მტკიცება მისი ტექნიკური პროგრესის სიდიადეზე. მშენებლობა დაიწყო 1931 წელს. | 55°45′N 37°37′E | |
| 68 | სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი | პეტრე დიდის სახლი | პეტრე პირველის საცხოვრებელი ხის სახლი რომელიც მუშებმა სამ დღეში ააგეს. | 59°57′12″N 30°19′51″E | |
| 69 | სალოვკი, რუსეთი | სალოვეცკის მონასტერი | კუნძული რომელზეც ორმა განდეგილმა ბერმა სავატი და გერმანემ 1429 წელს დადგეს ფეხი. |
/ |
|
| 70 | ველიჩკა, პოლონეთი | ველიჩკას მარილის საბადოები | მარილის საბადოში საუკუნეების მანძილზე შახტიორების მიერ გაკეთებული ტაძრები, სათავსოები. მოკლედ მარილის ქალაქი. |
/ |
|
| 71 | ბერლინი, გერმანია | Volkswagen ფოლკსვაგენი ჟუკი | ადოლფ ჰიტლერის დაკვეთით ფერდინანდ პორშეს დაევალა მანქანის აწყობა, რომელიც ხოჭოს ემგვანებოდა. |
/ |
|
| 72 | დესაუ, გერმანია | ბრნოს სკამი ბაუჰაუზი | დიზაინერული სკოლა, რომელმაც სახელი გაითქვა სკამის დიზაინით. |
/ |
[რედაქტირება] ეპიზოდი 10: ბოსნიიდან საფრანგეთამდე და დაბრუნება შინ
| # | ადგილმდებარეობა | საოცრება | მოკლე აღწერა | სურათი | კოორდინატები |
|---|---|---|---|---|---|
| 73 | მოსტარი, ბოსნია-ჰერცოგოვინა | მოსტარის ხიდი | ხიდი აშენდა 1560 წელს ოტომანთა მიერ. 420 წლის შემდეგ იუგოსლავიის კონფლიქტის დროს ეს ხიდი ააფეთქეს, მაგრამ 2004 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. |
/ |
|
| 74 | ათენი, საბერძნეთი | პართენონი | ყველაზე კარგად ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი ბერძნული ნაგეობა. V ს. ჩ.წ. |
/ |
|
| 75 | რომი, იტალია | პანთეონი | ყველა ღმერთის ტაძარი რომის ცენტრში. |
/ |
|
| 76 | ფლორენცია, იტალია | მედიჩის სამრეკლო | სამრეკლო აშენდა მიქელანჯელოს მიერ მედიჩის საგვარეულოსათვის, რომელიც ყველაზე გავლენიანი დინასტია იყო რენესანსის პერიოდში ფლორენციაში. |
/ |
|
| 77 | ვენეცია, იტალია | გრანდ კანალი | ვენეციის ყველაზე მნიშვნელოვანი არხი გადის ულამაზესი ხიდების ქვეშ. |
/ |
|
| 78 | მადრიდი, ესპანეთი | გერნიკა | პაბლო პიკასოს მიერ დახატული სურათი რომელიც კატეგორიული გამოხატულება იყო ესპანეთის მხრიდან ბასკეთის დაბომბვასთან დაკავშირებით. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს. | ||
| 79 | გრენადა, ესპანეთი | ალჰამბრა | მავრიტანული პერიოდის არქიტექტურული ანსამბლი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ გრენადის აღმოსავლეთ ნაწილში, გორაკიან ტერასაზე. |
/ |
|
| 80 | შარტრი, საფრანგეთი | შარტრის საკათედრო ტაძარი | ერთ ერთი ყველაზე პირველი გოთიკური ტაძარი საფრანგეთში. |
/ |
[რედაქტირება] ინტერნეტ რესურსები
- (ინგლისური) Around the World in 80 Treasures — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).