ლუქსორი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლუქსორი
الأقصر
ლუქსორის ტაძარი
ლუქსორის ტაძარი
ქვეყანა ეგვიპტე
კოორდ. 25°41′00″ ჩ. გ. 32°39′00″ ა. გ. / 
ფართობი 416 კმ² კმ²
მოსახლეობა 376,022 კაცი (2008)
დროის სარტყელი UTC+2,ზაფხულშიUTC+3

ლუქსორი მდებარეობა ეგვიპტე

Red pog.svg

ლუქსორი (არაბ.: الأقصر ) — ქალაქი ზემო (სამხრეთ) ეგვიპტეში. ტაძრების ნანგრევების კომპლექსით კარნაკთან, ლუქსორის ტაძრითა და მონუმენტებით, ასევე ნილოსის დასავლეთ სანაპიროს სამეფო სამარხებით (მეფეთა და დედოფალთა ხეობების ჩათვლით), მას ხშირად მსოფლიოს უდიდეს ღია ცის ქვეშ მუზეუმს უწოდებენ.

ლუქსორი საუკეთესო ბაზაა ზემო ეგვიპტის ტურებისთვის და პოპულარული მისამართია დამსვენებლებისთვის, როგორც თავად ქალაქი, ასევე ნილოსის კრუიზების საწყისი ან საბოლოო წერტილი. ეს არის ასევე იტორიული ქალაქი თებეს ადგილსამყოფელი. ქალაქის მოსახლეობა ამჟამად დაახ. 200.000-ია.

სექციების სია

[რედაქტირება] ოთხი ათასი წლის ქალაქი

იმჟამად ცნობილი, როგორც ვასეტი, ძვ. ეგვიპტელებისთვის ძვ.წ. მე-2, 1-ელ ათასწლეულებში უბრწყინვალესი ქალაქი იყო. მისი მნახველებისთვის ის იმ დროისთვის ცნობილი სამყაროს ცენტრი იყო. სასახლეთა უბანი, დება - სახელი, რომელიც ბერძნებმა თებაი-დ, შემდგომში კი თებედ გადააკეთეს - განუმეორებელი ფუფუნების, იმპერიული ავტორიტეტის, განათლებისა და სიბრძნის, რელიგიისა და პოლიტიკური ძალაუფლების, ხელოვნებისა და გრანდიოზული გეგმების ეპიცენტრი იყო.

თებემ პოლიტიკური ძალაუფლების კულმინაციას ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის შუა საუკუნეებში მიაღწია და მისი ექსტრავაგანტული სიმდიდრე ახალი სამეფოს ფარაონების მიერ იყო მოპოვებული შესაძლოა მათ მიერ განოხორციელებული ექსპედიციების შედეგად სამხრეთის კუშის უკიდეგანო მიწებზე (დღევანდელი ჩრდ. სუდანი) და ჩრდილოეთით ქანაანში, ფინიკიასა და სირიაში. თუტმოს III პირველი ფარაონი იყო, რომელმაც იმ დროს შორეულ ევფრატს მიაღწია მესოპოტამიაში.

იმჟამად მსოფლიოს არც ერთ სხვა ქალაქს არ ძალუძდა შედრებოდა ვასეტს სამხედრო ძლიერებითა და სილამაზით. ძველი ქალაქის სასახლეებისა და საცხოვრებელი უბნების ძირითადი ნაწილის გათხრები ჯერაც არაა სათანადოდ წარმოებული, თუმცა ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვირწმუნოთ ამ ქალაქის სიმშვენიერეზე დღემდე მოღწეული ძველ ეგვიპტური ნახატებით, რომელიც ნილოსის ამ სამოთხის სახლებს, ბაღებს, მინდვრებს, სასახლეებსა და ნადიმებს ასახავს.

[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი

[რედაქტირება] კლიმატი

წლიური ამინდი — Luxor
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 23.0 (73) 25.4 (78) 27.4 (81) 35.0 (95) 39.2 (103) 41.4 (107) 41.1 (106) 40.4 (105) 38.8 (102) 35.3 (96) 28.9 (84) 24.4 (76) 33.4 (92)
საშუალო დაბალი °C (°F) 5.4 (42) 7.1 (45) 10.4 (51) 16.0 (61) 20.2 (68) 22.6 (73) 23.6 (74) 23.2 (74) 21.3 (70) 17.3 (63) 11.6 (53) 7.1 (45) 15.5 (60)
ნალექი მმ (დიუმი) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 1 (0) 0 (0) 0 (0) 1 (0)
წყარო: Climate Charts [1] 2009-09-11


[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება] ფოტო გალერია

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Luxor, Egypt: Climate, Global Warming, and Daylight Charts and Data. Climate Charts. წაკითხვის თარიღი: September 26 2009.

[რედაქტირება] ინტერნეტ რესურსები

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე