პალენკე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პალენკე* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ლათინური ამერიკა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
| ნომერი | 411 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 411 რუს. • ინგლ. • ფრ. |
პალენკე (ესპ. Palenque, მაიას ენაზე ლაკამ-ჰა) — პირობითი სახელწოდება მაიას ცივილიზაციის უდიდესი ქალაქის ნანგრევებისა. მდებარეობს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, ჩიაპასის შტატში. მაიას ცივილიზაციის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი III-VIII სს. ბააკულის სამეფოს დედაქალაქი. შემონახულია: სასახლის ნანგრევები (92 x 68 მ) — ნაგებობათა ჯგუფი, რომელიც მდებარეობს ორი დიდი და ორი პატარა ეზოს გარშემო; „მზის ტაძარი“, „ჯვრის ტაძარი“, „წარწერების ტაძარი“. პალენკე შესაძლოა განადგურდა IX საუკუნეში მექსიკის ყურის სანაპიროდან ტომების შემოსევის შედეგად.
1987 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები მექსიკაში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ამერიკაში
- ბააკულის სამეფო
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||||||||||||||
|
||||||||