სეჩურის უდაბნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნასკას უდაბნო)
სეჩურას უდაბნო პერუში

სეჩურის უდაბნო, აგრეთვე ცნობილი როგორც ნასკას უდაბნო, მდებარეობს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, პერუს ტერიტორიაზე (პიურას რეგიონი). გადაჭიმულია წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლიდან აღმოსავლეთით, ანდების მთბამდე. მის სამხრეთით მდებარეობს ატაკამის უდაბნო.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეჩურის უდაბნოს ზუსტი ტერიტორიის განსაზღვრის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. როგორც პერუში მიიჩნევენ, ის იწყება პერუს სანაპიროდან და გრძელდება პიურის რეგიონის სამხრეთ და ლამბაიეკეს რეგიონის დასავლეთ ნაწილებამდე, მისი ფართობი კი 188 735 კმ²-ს შეადგენს.

მსოფლიოს ველური ბუნების ფონდი (WWF) მიიჩნევს, რომ ეს უდაბნო იწყება პერუს ჩრდილო-დასავლეთ წვერიდან და მოიცავს მთლს სანაპირო ზოლს, გრძელდება ჩრდილოეთ ჩილემდე, იქამდე, სადაც ატაკამის უდაბნო იწყება.

ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების თვალსაზრისით კი ეს უდაბნო მოიცავს სამხრეთ პერუს სანაპირო ზოლს და შემდეგ გადადის ატაკამის უდაბნოში.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უდაბნო ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობით გამოირჩევა და დედამიწის ერთ-ერთ უმშრალერ რეგიონს წარმოადგენს.[1] ზაფხულის ტემპერატურა 24 °C - 38 °C შორის მერყეობს, ხოლო ზამთრის 16 °C - 24 °C შორის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]