ჰიმეძის ციხესიმაგრე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიმეძის ციხესიმაგრე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Himeji Castle The Keep Towers.jpg
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 34°50′00″ ჩ. გ. 134°50′00″ ა. გ. / 34.83333° ჩ. გ. 134.83333° ა. გ. / 34.83333; 134.83333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 661
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
Château de Himeji01.jpg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 661
რუს.ინგლ.ფრ.

ჰიმეძის ციხესიმაგრე (იაპონ. 姫路城) — ციხესიმაგრის კომპლექსი იაპონიაში, ჰიოგოს პრეფექტურაში. აღიარებულია XVII საუკუნის იაპონური ციხე-სიმაგრის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად.[1] მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ, ფეოდალური იაპონიის 83 თავდაცვით ნაგებობათა ქსელს. ციხესიმაგრეს ხშირად მოიცხენიებენ როგორც კაკუროძო (Hakurojō - თეთრი ყანჩის ციხე-სიმაგრე), რისი მიზეზიც მისი ბრწყინვალე თეთრი ფერია მსგავსება გაფრენილ ფრინველთან.[2][3][4]

ციხესიმაგრე 1333 წლით თარიღდება, როდესაც აკამაცუ ნორუმირამ ჰიმეიამას ბორცვზე ციხე ააგო. იგი დაცარიელებული და ხელახლა აშენებულ იქნა 1346 წელს როგორც ჰიმეიამის ციხესიმაგრე, ხოლო საუკუნეების შემდეგ კვლავ გადააკეთეს და ამჟამინდელი სახელი - ჰიმეძი უწოდეს. 1581 წელს, იგი ამჯერად ტოიოტომი ჰიდეიოსიმ გადააკეთა, დაამატა რა სამი სართული. 1600 წელს, ტოკუგავა იეიასუმ სეკიგაჰარის ბრძოლაში დახმარებისთვის, იკედა ტერუმასას გადასცა.[2] ამ უკანასკნელმა, 1601 - 1609 წლებში ციხესიმაგრე თითქმის მთლიანად გადააკეთა და ის ფართო კომპლექსად გარდაქმნა. XVII საუკუნეში, კომპლექსს რამდენიმე შენობა კიდევ შეემატა. ამის შემდეგ, თითქმის 400 წლის განმავლობაში, ცხიე-სიმაგრე ხელუხლებელი რჩებოდა, სანამ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ჰიმეძი არ დაიბომბა. ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა 1995 წლის კობეს მიწისძვრისას.[3][4]

ჰიმეძი იაპონიის ყველაზე დიდი და მნახველების რაოდენობით გამორჩეული ციხესიმაგრეა. 1993 წელს, ის გახდა პირველი ძეგლი იაპონიაში, რომელიც იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ამავე დროს, ის იაპონიის ეროვნულ საგანძურადაა აღიარებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ვიდეო

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Himeji-jo. UNESCO. წაკითხვის თარიღი: July 4, 2010.
  2. 2.0 2.1 A hilltop white heron 400 years old. The Daily Yomiuri. წაკითხვის თარიღი: July 5, 2010.
  3. 3.0 3.1 Himeji Castle starts its renovation in April. Official Tourism Guide for Japan Travel. წაკითხვის თარიღი: July 1, 2010.
  4. 4.0 4.1 Himeji Castle. Japan Atlas. წაკითხვის თარიღი: July 5, 2010.