ვიშნუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
XIII საუკუნის ვიშნუს ქანდაკება კამბოჯიდან

ვიშნუ (სანსკრ. विष्णु viṣṇu „ყოვლისმომცველი“) — ინდუისტური სამების (ტრიმურტი) მფარველი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და გამანადგურებელი შივას გვერდით.

ოთხხელიანი ვიშნუ განისვენებს კოსმოსურ ოკეანეში და ქმნის ახალ სამყაროებს. ფერხთით უზის ბედნიერების ქალღმერთი ლაკშმი. როგორც მფარველი ღვთაება, იგი ძილბურანიდან ყოვლეთვის მაშინ იღვიძებს, როდესაც მსოფლიოს საფრთხე ემუქრება.

ავატარად მოვლენილი, ვიშნუ ანადგურებს ბოროტებას და აღადგენს კანონიერებას. მის ავატარათგან ყველაზე ცნობილია რამა, კრიშნა და ბუდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიშნუ&oldid=2527888“-დან