ანგკორი
| ანგკორი* | ||
|---|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
|
|
||
| ქვეყანა | ||
| ტიპი | კულტურული | |
| კრიტერიუმები | i, ii, iii, iv | |
| სია | იუნესკოს სია | |
| რეგიონი** | აზია | |
| კოორდინატები | / | |
| გაწევრიანების ისტორია | ||
| გაწევრიანება | 1992 (მე-16 სესია) | |
| ნომერი | 668 | |
| საფრთხის ქვეშ | 1992-2004 | - |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
||
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 668 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ანგკორი – IX-XIII საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი ქ. სიემ-რეაპის მახლობლად კამბოჯაში. შეიქმნა ქმერების ფეოდალური სახელმწიფოს აყვავების პერიოდში. შემორჩენილია სატახტო ქალაქების იაშოდხარაპური (დაარსდა IX საუკუნის დასასრულს) და ანგკორ-თომის (XII საუკუნის დასასრული და XIII საუკუნე) ნანგრევები, ქვის ტერასები და სატაძრო ანსამბლები. ანგკორის ერთ-ერთი უდიდესი ანსამბლია ანგკორ-ვატი (1300 მ × 1500 მ, სიმაღლე 66 მ; დაახლოებით 113-1150 წლები). მთავარ ტაძარს გარს ერტყმის ტერასებად განლაგებული სვეტებიანი გალერეების 3 მწკვრივი. ანგკორის კომპლექსში შედის აგრეთვე გეგმით კვადრატული ქ. ანგკორ-თომი (ფართობი 9 კმ²), რომლის ცენტრში აგებული ბაიონის ტაძრისაკენ ქალაქის კარებიდან ოთხი ქუჩა მიემართება. ბაიონის 54 კოშკი და ჭიშკრის 5 კოშკი შემკულია ადამიანის 2,4 მ-იანი სკულპტურული სახეებით. ანგკორში უხვად არის გამოყენებული ქვაში ნაკვეთი რელიეფი, ქანდაკება; ტაძრების გალერეების კედლები შემკულია ბატალური და საყოფაცხოვრები სცენების ამსახველი მოხატულობით.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 1, გვ. 437, თბ., 1975
|
|||||