ჯენე
| ძველი ქალაქი ჯენე* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii, iv |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აფრიკა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) |
| ნომერი | 116 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 116 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ჯენე — ურბანული კომუნა და ქალაქი ცენტრალურ მალიში, შიდა ნიგრეის დელტის რეგიონში. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 32 944 ადამიანს შეადგენდა. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება მოპოტის რეგიონს.
ჯენეს ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქალაქ ტიმბუქტუსთან. XV-XVII საუკუნეებში, ტრანს-საჰარული ვაჭრობის ბევრი პროდუქტი, მაგალითად მარილი, ოქრო, მონები, ტიმბუკტუდან ჯენეს გავლით გაედინებოდა. სულ მალე ორივე ქალაქი ისლამური სწავლების ცენტრი გახდა. ჯენეს კეთილდღეობა მთლიანად დაკავშირებული იყო ვაჭრობასთან, ამიტომ, როდესაც პორტუგალიელებმა აფრიკის სანაპირო ზოლში სავაჭრო პოსტი დააარსეს, ტრანს-საჰარულმა ვაჭრობამ მნიშვნელობა დაკარგა, შესაბამისად დაკნინდა ჯენეც.
ქალაქი ცნობილია თავისი გამოუწვავი აგურის (ადობეს) არქიტექტურით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი მეჩეთი, რომელიც 1907 წელს ძველის ადგილას აშენდა. ქალაქის სამხრეთით მდებარეობს ჯენე-ჯენო, უძველესი ცნობილი ქალაქების არეალი სუბ-საჰარულ აფრიკაში. 1988 წელს, ქალაქი ჯენე ჯენე-ჯენოსთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Old Towns of Djenné, UNESCO World Heritage, http://whc.unesco.org/en/list/116.
- Mali Empire and Djenne Figures, National Museum of African Art, Smithsonian Institution, http://africa.si.edu/exhibits/resources/mali/index.htm.
- Pictures of Djenné and villages around it
- Djenné site page in Aluka
- Djenné Patrimoine (in French)
- Islamic Architecture in Mali
|
|||||||