ეგვიპტის პირამიდები

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიზეს პირამიდები
გიზეს პირამიდები

ეგვიპტის პირამიდები - ეგვიპტის ფარაონებისათვის, ძვ. წ. XXVIII-საუკუნიდან XX საუკუნემდე აგებული ძვალშესალაგები. ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.

[რედაქტირება] ჯოსერის პირამიდა

ჯოსერის პირამიდა იყო პირველი პირამიდა, რომელიც ეგვიპტელებმა ააგეს. ის საფეხუროვანი იყო. მისი სიმაღლე 60 მეტრს აღემატებოდა. დროთა განმავლობაში ეგვიპტელებმა ააგეს მოპირკეთებულ კედლიანი პირამიდები.

[რედაქტირება] გიზეს პირამიდები

დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზეს პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს ქრ.შ-მდე XXVI საუკუნეში. მისი სიმაღლე იყო 147 მეტრი, ამჟამად დარჩენილია 136 მეტრი. თითოეული გვერდის სიგრძე არის 233 მეტრი. მისი მშნებლობისას დაიხარჯა 2300000 ლოდი.

[რედაქტირება] დიდი სფინქსი

გიზეს პირამიდების მახლობლად არის დიდი სფინქსი. იგი არის ფარაონისათვის გამოკვეთილი ნადირთა მეფის, ლომის ფიგურა. მისი სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი 60 მეტრი.

პირადი ხელსაწყოები