ლალიბელის კლდეში ნაკვეთი ეკლესია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლალიბელის კლდეში ნაკვეთი ეკლესია* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | (i) (ii) (iii) |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აფრიკა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1978 (მე-2 სესია) |
| ნომერი | 18 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
ლალიბელის კლდეში ნაკვეთი ეკლესია - კლდეში ნაკვეთი ეკლესია ეთიოპიაში, ამჰარის რეგიონის ქალაქ ლალიბელაში. მიეკუთვნება XIII საუკუნეს და წარმოადგენს ლალიბელის მიდამოებში არსებული 11 ეკლესიიდან ყველაზე ახალგაზრდას, მას ხშირად „მსოფლიოს მერვე საოცრებასაც" კი უწოდებენ.[1] კომპლექსის ზომებია 25x25x30.[2] ეკლესიის გარეთ არის ნათლობის პატარა ემბაზი.
ეთიოპიის ისტორიის თანახმად, ეს ეკლესია ააგო მეფე გებრე მესკე ლალიბელამ, ზაგვეს დინასტიიდან. გადმოცემის თანახმად, იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეკლესია, მეფეს წმინდა გიორგი და ღმერთი აძლევდნენ მითითებებს.[3][4][1]
ეკლესია ამჟამად ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ადგილია, სადაც მრავლად მოდიან პილიგრიმები. ძეგლი ასევე შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.[5]
[რედაქტირება] ლიტერატურა
- * „მსოფლიოს დიდი ატლასი“, აფრიკა, გვ. 139, გამომც. პალიტრა L, თბილისი, 2009 წ.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Lalibela:The Eighth Wonder of the World. Tzu Chi Foundation. წაკითხვის თარიღი: 10 November 2006.
- ↑ Rock-Hewn Churches of Lalibela. Sacred Destinations. წაკითხვის თარიღი: 10 November 2006.
- ↑ The recording of Bet Giorgis. GIS Development. წაკითხვის თარიღი: 10 November 2006.
- ↑ Ethiopia. L.B. Associates (Pvt) Limited. წაკითხვის თარიღი: 10 November 2006.
- ↑ Rock-Hewn Churches, Lalibela. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization. წაკითხვის თარიღი: 10 November 2006.
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 18 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||||

