რაულ ჰაჯიმბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
რაულ ჰაჯიმბა
აფხ. Рауль Ҳаџьымба
რაულ ჰაჯიმბა აფხ. Рауль Ҳаџьымба
რაულ ჰაჯიმბა 2015 წელს.
სეპარატისტული აფხაზეთის მეოთხე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 სექტემბერი, 2014 – 12 იანვარი, 2020
ვიცე-პრეზიდენტი  ვიტალი გაბნია
წინამორბედიალექსანდრე ანქვაბი
ვალერი ბგანბა (მ. შ.)
მემკვიდრეასლან ბჟანია
ვალერი ბგანბა (მ. შ.)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 თებერვალი, 2005 – 28 მაისი, 2009
პრეზიდენტისერგეი ბაგაფში
წინამორბედივალერი არშბა
მემკვიდრეალექსანდრე ანქვაბი

დაბადებული21 მარტი, 1958
ტყვარჩელი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობააფხაზეთის რესპუბლიკის დროშა აფხაზეთის რესპუბლიკა
ეროვნებააფხაზი
რელიგიამართლმადიდებლობა

რაულ ჰაჯიმბა (აფხ. Рауль Џьумка-иԥа Ҳаџьымба; დ. 21 მარტი, 1958, ტყვარჩელი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ) — აფხაზი პოლიტიკოსი. სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი (2005-2009 წწ.)[1], პრეზიდენტი (2014-2020 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაულ ჰაჯიმბა დაიბადა ქალაქ ტყვარჩელში 1958 წლის 21 მარტს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ზეინკლად ტყვარჩელის თბო-ელექტრო სადგურში. 1976–1978 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარებში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა კომკავშირის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტში. 1978–1979 წლებში მუშაობდა ზეინკლად სოხუმის რაიონში მდებარე დასასვენებლ სახლში „გუმისთა“.

1979-84 წლებში სწავლობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1984 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის ქიმიურ ქარხანაში იურისკონსულტად. 1985–1986 წლებში სწავლობდა მინსკის სუკ–ის სკოლაში უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის. 1986–1992 წლებში იყო სუკ–ის ტყვარჩელის საქალაქო განყოფილების თანამშრომელი.

აფხაზეთის ომის დროს, 1992–1993 წლებში იყო სეპარატისტული ხელისუფლების სამხედრო დაზვერვისა და აღმოსავლეთ ფრონტის კონტრდაზვერვის უფროსი. სამხედრო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია ლეონის ორდენით.

ომის დამთავრების შემდეგ, 1993–1995 წლებში მუშაობდა სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განყოფილების უფროსად. 1996–1999 წლებში – აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე. ის კონტრაბანდასთან ბრძოლის განყოფილების უფროსად.

1999 წლიდან ჰაჯიმბა მინისტრთა კაბინეტში აღმოჩნდა. 2001 წლამდე წლებში მუშაობდა აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარედ და იმავდროულად, პირველ ვიცე-პრემიერად. 2001-2005 წლებში იყო ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე.

2005 წელს არჩეულ იქნა აფხაზეთის ე. წ. ვიცე-პრეზიდენტად.

პოლიტიკური აქტივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადისლავ არძინბას სერიოზული ავადმყოფობის პერიოდში ჰაჯიმბა მთავრობის მეთაურის დე-ფაქტო შემსრულებელია. ამ პერიოდში ის რუსეთის მრავალ პოლიტიკურ ლიდერს ხვდება, მათ შორის იგორ ივანოვს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. პოლიტიკური აქტიურიობის პერიოდში მკვეთრი წინააღმდეგი იყო საქართველოსთან რაიმე სახის გაერთიანების და 2004 წლის მაისში მკვეთრად უარყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინადადება ფედერაციის შესახებ .

2004 წლის არჩევნებში ჰაჯიმბა ყოფილი დე-ფაქტო მთავრობისა და რუსეთის ფავორიტი იყო. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აქტიურ კამპანიას ეწეოდა ჰაჯიმბას პოპულარიზაციისთვის. თუმცა არჩევნების დღეს ოპოზიციურმა კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა უფრო მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო, რაც ერთხმად მიჩნეულ იქნა, როგორც აფხაზი ხალხის რუსეთის ძლიერი ზეგავლენის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

არჩევნების შემდეგ, ორივე კანდიდატი გამარჯვებას საკუთარ თავს მიაწერდა და ჰაჯიმბა ბაგაფშს არჩევნების გაყალბებაში სდებდა ბრალს ბაგაფშისადმი სიმპათიურად განწყობილ გალის რაიონში. ამ დისპუტს სახალხო პროტესტი, სასამართლო გარჩევები და საპარლამენტო შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

2004 წლის დეკემბერში ჰაჯიმბა და ბაგაფში თანხმდებიან ხელახალ არჩევნებზე სადაც გაერთიანებული ძალებით იყრიდნენ კენჭს. ამ არჩევნებში ხაჯიმბა ბაგაფშის ვიცე-პრეზიდენტად იქნა წამოყენებული. შესაბამისად, კოალიციამ გამარჯვება ადვილად მოიპოვა.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსთა პროგნოზით, ჰაჯიმბას აღმასრულებელი ძალაუფლება გარკვეულად შეზღუდული იქნებოდა, ვინაიდან ბაგაფშისა და მისი პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრე ანქვაბის ხელში იქნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უპირატესობა.

რაულ ჰაჯიმბამ ამის შემდეგ კიდევ სამჯერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ორი მცდელობა (2009 და 2011) წარუმატებელი გამოდგა. 2009 წლიდან ჰაჯიმბა აფხაზური ოპოზიციის ყველაზე რადიკალურ ფრთას წარმოადგენდა პარლამენტში. გამოირჩეოდა ულტრანაციონალისტური შეხედულებებითა და განცხადებებით. მისი უშუალო ინიციატივა იყო გალისა და ტყვარჩელი ქართული მოსახლეობისათვის აქტიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა.

2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში რაულ ჰაჯიმბამ, რომელიც ოპოზიციური კანდიდატი იყო, აფხაზეთის ხელმძღვანელობა “აფხაზეთის სუვერენიტეტის ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ გაყიდვაში დაადანაშაულა”. 2009 წლის 24 ივლისს ოპოზიციის ფორუმზე გამოსვლისას, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ქმედებები აფხაზეთს თავისუფალი განვითარების შესაძლებლობების ართმევს. ამის შემდეგ ხაჯიმბამ კიდევ ორჯერ სცადა ბედი საპრეზიდენტო არჩევნებში, 2011 წელს ეს ცდა წარუმატებლად დასრულდა.

2014 წლის 24 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის შემდეგ, მესამე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებიდან სამ დღეში შეხვდა და განაცხადა, რომ აფხაზეთი საკუთარ თავს ხედავს „რუსეთის მიერ შექმნილ საერთო ცივილიზაციურ სივრცეში“ და რომ „რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გარანტია“.

2014 წლის 24 ნოემბერს სოჭში რაულ ხაჯიმბამ და ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულებას. ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს აფხაზეთს, სხვა საკითხებთან ერთად, აფხაზი სამხედროების და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლების ხელფასების დაფინანსებით, ასევე ხელფასების და პენსიების რუსეთის სამხრეთ რეგიონებში არსებულთან გათანაბრებით, რადგანაც აფხაზეთი „რუსეთთან მოკავშირეობის ერთგულია“.


2014 წელს ჰაჯიმბა იყო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. ანქვაბის გადადგომის შემდეგ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში 2014 წლის 24 აგვისტოს მან ხმათა 50,57%-ით გაიმარჯვა.

2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში ალხას კვიცინიაზე გაიმარჯვა და გააგრძელა პრეზიდენტობა მეორე ვადით.

2020 წლის იანვრის პირველ ნახევარში განვითარებული პროტესტების შედეგად, რომლის დროსაც ოპოზიციურად განწყობილმა მხარემ პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავა, ხოლო აფხაზეთის რესპუბლიკის სასამართლო გადაწყვეტილების მიერ 2019 წლის არჩევნების შედეგები გააუქმა, 12 იანვარს გადადგა. განმეორებითი არჩევნების ჩატარება მარტში დაინიშნა, რომელშიც ჰაჯიმბამ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]