დიმიტრი შაშკინი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი შაშკინი
დიმიტრი შაშკინი
დიმიტრი შაშკინი
საქართველო
საქართველოს
საქართველო
განათლებისა და მეცნიერიების მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 7 დეკემბერი, 2009
პრეზიდენტი   მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი   ნიკოლოზ გილაური
წინამორბედი ნიკა გვარამია

დაბადებული 8 აგვისტო
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველო
პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მეუღლე ანა ტყემალაძე
შვილები ნიკოლოზი და სოფო
პროფესია იურისტი
ვებ-საიტი www.mes.gov.ge

დიმიტრი შაშკინი (დ. 8 აგვისტო, 1975, თბილისი) — საქართველოს განათლებისა და მეცნიერიების მინისტრი 2009 წლის 7 დეკემბრიდან.

[რედაქტირება] კარიერა

1992-1993 წლებში სწავლობდა არისტოტელეს სახელობის ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე.

1992-93 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში.

1993 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს.

1997-98 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA) დირექტორის თანაშემწედ. იღებდა მონაწილეობას საქართველოს სასამართლოს რეფორმის მომზადებაში.

1998 წლიდან მუშაობდა აშშ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), საქართველოს პროგრამის კოორდინატორად,

2001-2008 პოლიტიკური პროგრამების დირექტორად, ხოლო 2008 წლიდან - IRI საქართველოს პროგრამის დირექტორი.

1998-2008 წლებში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა დონის საარჩევნო კამპანიების კონსალტინგში და მენეჯმენტში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში, უნგრეთში, ლატვიაში, რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

2009 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად.

2009 წლის 7 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად

[რედაქტირება] სქოლიო


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე