გიორგი ბარამია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გიორგი ბარამიას ფოტოსურათი, გადაღებულია აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფებაზე 2010 წლის 3 დეკემბერს.
გიორგი ბარამია (დ. 25 თებერვალი, 1966), ქართველი დიპლომატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2009 წლის ივნისიდან.
დაიბადა სოხუმში, იმჟამად აფხაზეთის ასსრ. 1987 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი და აგრონომად და საგადასახადოს თანამშრომლად მუშაობდა 1988-93 წლებში. აფხაზეთის ომის შემდეგ იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. 1996-2009 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2007-2009 წლებში საქართველოს კონსულად მსახურობდა სალონიკში, საბერძნეთი. 2009 წლის ივნისში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
[რედაქტირება] რესურსები
| წინამორბედი: მალხაზ აქიშბაია |
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე 2009 - |
შემდეგი: - |
სტატიის