გაზპრომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაზპრომი
Gazprom-Logo-rus.svg
ტიპი: ღია სააქციო საზოგადოება
დევიზი: ოცნებები სრულდება
დაფუძნდა: 1989
მდებარეობა: რუსეთის დროშა მოსკოვი, რუსეთი
წამყვანი: ალექსეი მილერი, ვიქტორ ზუბკოვი
დარგი: გაზის მოპოვება და ტრანსპორტირება
პროდუქცია: ბუნებრივი აირი, ნავთობი
საწარმოო შემოსავალი: Increase2.svg 769,922 მილიარდი რუბლი (2007 წ.)
სუფთა მოგება: Decrease2.svg 543,8 მილიარდი რუბლი (2007 წ.)
თანამშრომელი: 436,1 ათასი (2007 წ.)
საიტი: http://www.gazprom.ru
გაზპრომის შტაბ-ბინა მოსკოვში.

გაზპრომი (LSE: OGZD; რუს.: ОАО Газпром) — უდიდესი რუსული კომპანია და ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი (მრეწავი) მსოფლიოში.

2004 წლისთვის გაზპრომი ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელი იყო როგორც მინიმუმ ბოსნია-ჰერცეგოვინას, ესტონეთი]ს, ფინეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვისა და სლოვაკეთისთვის, ასევე 97% ბულგარეთის, 89% უნგრეთის, 86% პოლონეთის, 75% ჩეხეთის, 67% თურქეთის, 65% ავსტრიის, ~40% რუმინეთის, 36% გერმანიის, 27% იტალიის, 25% საფრანგეთის. ევროპის კავშირი საკუთარი გაზის მარაგის 25%-ს გაზპრომისგან იღებს.

$31 მილიარდის ოდენობის გაყიდვით 2004 წელს გაზპრომს რუსეთის ბუნებრივი აირის წარმოების 93% წილი აქვს, ხოლო 28.800 კმ³ რეზერვებით ის განკარგავს მსოფლიო გაზის რეზერვების 16%-ს (2004 წლის მონაცემებით). ნავთობის კამპანია სიბნეფტის შესყიდვის შემდეგ გაზპრომი 119 მილიარდი ბარელი ნავთობის რეზერვით მხოლოდ საუდის არაბეთსა და ირანს ჩამორჩება, როგორც ნავთობისა და ნავთობის ექვივალენტური ბუნებრივი გაზის მსოფლიოს უდიდესი მფლობელი.

გაზის რეზერვებისა და მსოფლიოში ყველაზე გრძელი გაზსადენის ქსელის (150.000 კმ) გარდა კომპანია ფლობს აქტივებს საბანკო, სადაზღვევო, მედიის, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სფეროებში.

$270 მილიარდის ოდენობის საბაზრო კაპიტალიზაციით (2006 წლის მაისის მონაცემებით), გაზპრომი მსოფლიოს სიდიდით მესამე კორპორაციაა ამ პარამეტრით.