დიმიტრი ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1967 (1967-10-10) (56 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია თავისუფალი საქართველო
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა გიორგის ძე
მეუღლე/ები ხათუნა კეკელია
შვილ(ებ)ი 8

დიმიტრი ლორთქიფანიძეე (დ. 10 ოქტომბერი, 1967, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984–1985 წლებში მუშაობდა ცეკავშირის ბიოლოგიური საწარმოში. 1985–1987 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1992 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით. 1992–1994 წლებში მუშაობდა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში, 1994 წელს მუშაობდა სამთავრობო დაცვის სამსახურში, ხოლო 1995–1996 წლებში — სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი იურისტის სპეციალობით.

1999–2000 წლებში იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2000 წელს დაიწყო სს „საქგაზში“ მუშაობა. 2003–2006 წლებში მუშაობდა თსუ-ის ეროვნული სტრატეგიის კვლევის ცენტრში. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 2014 წელს იყო „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებზე, სადაც მიიღო ხმათა 12,81%.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]