გიორგი არსენიშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი (გია) არსენიშვილი
გიორგი არსენიშვილი.jpg
გიორგი არსენიშვილის ფოტოსურათი
მოღვაწეობა

პოლიტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

5 იანვარი, 1942

გარდაცვალების თარიღი

17 ნოემბერი, 2010

გარდაცვალების ადგილი

თბილისი

დაკრძალვის ადგილი

საბურთალოს სასაფლაო

განათლება

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

მოქალაქეობა

საქართველო

ეროვნება

ქართველი

ჯილდოები:

Presidential Order of Excellence (Georgia).jpeg ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი


გიორგი (გია) არსენიშვილი (დ. 5 იანვარი, 1942 – გ. 17 ნოემბერი, 2010) — ქართველი პოლიტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 19691971 წლებში მუშაობდა თსუ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. 19711977 წლებში იყო თსუ მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი. 19731974 წელს, გერმანიის მკვლევართა საზოგადოების მიწვევით, სამეცნიერო სტაჟირება გაიარა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. 19771974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი.

19811997 წლებში გია არსენიშვილმა დააარსა მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრა და იყო ამავე კათედრის გამგე.

19952000 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთის მხარეში, ხოლო 20002001 წლებში – საქართველოს სახელმწიფო მინისტრად.

2001–დან 2004 წლამდე წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკიასა და ჩეხეთში.

20042006 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, 20062007 წლებში კი საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.

2008 წლის ივნისიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-ს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

გიორგი არსენიშვილი იყო 54 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის და კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, გია არსენიშვილს სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიენიჭა.[1]

[რედაქტირება] სქოლიო

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე