მირზა დავითაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირზა (პაპუნა) დავითაია
დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1975 (1975-08-30) (48 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

მირზა (პაპუნა) დავითაია (დ. 30 აგვისტო, 1975, თბილისი) — ქართველი დიზაინერი, თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი 2009—2012 წლებში, ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენის კავალერი.

დაამთავრა ნიურნბერგის სამხატვრო აკადემია (გერმანია) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პროფესიით სამართალმცოდნე და ფერმწერი. 2004 წლის ივნისიდან 2008 წლის აპრილამდე იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი, მინისტრის მოადგილე, მინისტრის მრჩეველი. 1999-2002 წლებში „Publicis MCD“ (ერლანგენი), დამდგმელი მხატვარ-დიზაინერი. 1996-1999 წლებში „Intermedien“ (ნიურნბერგი), დამდგმელი მხატვარ-დიზაინერი. 1993-1994 წლებში „Penta-TV“ (ჰამბურგი), დამდგმელი მხატვარი. 1994-1995 წლებში „Cartoon-Film“ (ბერლინი), მხატვარი-მულტიპლიკატორი. 1993-1994 წლებში საქართველოს სახელმწიფო კინოსტუდიის მხატვარი-მულტიპლიკატორი. 2008-2009 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2009 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე იყო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
იულონ გაგოშიძე
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
2009 - 2012
შემდეგი:
კონსტანტინე სურგულაძე