როლანდ ფიფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფიფია.
როლანდ ფიფია
დაბადების თარიღი 18 იანვარი, 1972 (1972-01-18) (52 წლის)
დაბადების ადგილი სალმე, გაგრის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება მოსკოვის სამომხმარებლო კოოპერაციის უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი

როლანდ ფიფია (დ. 18 იანვარი, 1972, სოფ. სალმე, ახლანდ. გაგრის მუნიციპალიტეტი)[1]ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე.

დაამთავრა მოსკოვის სამომხმარებლო კოოპერაციის უნივერსიტეტი კომერციული საქმიანობის, ორგანიზაციისა და საქონელმცოდნეობის სპეციალობით. 1988–1990 წლებში იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს. 1992–1998 წლებში მუშაობდა სამომხმარებლო კოოპერაციის უნივერსიტეტში. 1998–2004 წლებში იყო სავაჭრო სახლ „ლიქსარის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 2006–2008 წლებში — თხილის ქარხანა „არგონათსის“ დირექტორის მოადგილე, შესყიდვების მენეჯერი.

2008–2012 წლებში იყო საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი (წალენჯიხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[2] მან ხმების 34,52% (20629) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: როლანდ ფიფია. declaration.gov.ge (6 მაისი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-27. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
  2. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
  3. 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.