არჩილ გეგენავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არჩილ გეგენავა
არჩილ გეგენავა
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ივნისი, 2008 – 21 ოქტომბერი, 2012
თავმჯდომარედავით ბაქრაძე
მემკვიდრეზაზა პაპუაშვილი

დაბადებული23 მარტი, 1975 (1975-03-23) (49 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლესოფო სხვედიანი
შვილებილიზი, ნიკოლოზი და ანასტასია
რელიგიამართლმადიდებელი

არჩილ გეგენავა (დ. 23 მარტი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი 2008–2012 წლებში.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის საერო ინსტიტუტი „გაენათი“ საბანკო საქმის სპეციალობით და 2007 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლის დამთავრების შემდეგ არჩილი შეუდგა პროფესიული გამოცდილების გაღრმავებას. „საქართველოს ბანკში“ მუშაობა დაიწყო როგორც რიგითმა მოხელემ და რამდენიმე წელიწადში, გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 2004 წლიდან საკუთარ ბიზნეს საქმიანობას მიჰყო ხელი: 2004 წელი — ღვინის კომპანია — „თელიანი ველი“. 2006 წელი — ტურისტული კომპანია — „ვია თრეველი“. 2006 წელი — სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი „ემ ჯგუფი“. 2008 წელი — მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატი. 2008 წელი — აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე.

საკანონმდებლო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას როგორც კანონშემოქმედებითი, ისე საზედამხედველო მიმართულებით. იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს, სადაც მისი თავმჯდომარეობით მიიღება გადაწყვეტილებები საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით; ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვა სტრუქტურების საქმიანობის, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების განხორციელების ხარისხის, კონკრეტული პროექტების ეფექტურობის შეფასება. სოფლის მეურნეობის საკითხებზე მართავს მრავალრიცხოვან შეხვედრებს როგორც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამეწარმეო სექტორთან, დარგობრივ ასოციაციებთან, სამეცნიერო ინსტიტუტებთან, ექსპერტებთან. გარდა ამისა, აქვს ხშირი შეხვედრები მოსახლეობასთან, ფერმერებთან საქართველოს რეგიონებში. საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში მონაწილეობს სხვადასხვა ფორმატის საერთაშორისო ვიზიტებში.

მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008–2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (მთაწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2008 წელს მან დააფუძნა არჩილ გეგენავას ბიურო, რომელიც დახმარებას უწევდა მთაწმინდელების სოციალურ პრობლემებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გეგენავა ხელმეორედ იყრიდა კენჭს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მთაწმინდაზე, თუმცა ის დამარცხდა კონკურენტთან, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაზა პაპუაშვილთან.

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს არჩილ გეგენავამ საქველმოქმედო ფონდი „ერთგულება“ დააფუძნა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ეკლესია-მონასტრების რეკონსტრუქცია და მშენებლობა. ბოლო 4 წლის მანძილზე ფონდის დახმარებით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ათობით ხუროთმოძღვრების ძეგლს, აშენდა ეკლესია-მონასტრები. ფონდი პატრონობს ბედიანის ბავშვთა სახლს.

ფონდი „ერთგულების“ ორგანიზებით და ფინანსური მხარდეჭერით წმინდა მიწაზე ქ. ლოდში, წმინდა გიორგის საფლავის მახლობლად, საპატრიარქოს საკუთარი სახლი აქვს.

პირადი ცხოვრება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩილს ჰყავს მეუღლე, სოფო სხვედიანი და სამი შვილი: ლიზი, ნიკოლოზი და ანასტასია. ბავშვობიდან გატაცებულია სპორტით, განსაკუთრებით კარგად კი ფეხბურთს, ჩოგბურთს, წყალბურთს თამაშობს. თავისუფალ დროს ეცნობა ლიტერატურას არქიტექტურასა და დიზაინზე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2004 წელი - საპატიო სიგელი წმინდა მიწაზე, ბეთლემში პირველი ქართული სულიერ-კულტურული ცენტრის დაარსებაში გაწეული ღვაწლისთვის.
  • 2005 წელი - დმანისის საეპისკოპოსო ორდენი.
  • 2006 წელი - საპატიო სიგელი - თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისთვის.
  • 2010 წელი - „საპატიო ყვარლელის“ ჯილდო. [წყარო არ არის მითითებული 1276 დღე]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]