მაგდა ანიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მაგდალინა ანიკაშვილი)
მაგდა ანიკაშვილი
დაბ. სახელი მაგდალინა ანიკაშვილი
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1981 (1981-10-24) (42 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
ძირითადი იდეები ქრისტიან-დემოკრატია
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის წევრი
შვილ(ებ)ი 1

მაგდალინა (მაგდა) ანიკაშვილი (დ. 24 ოქტომბერი, 1981, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008–2012 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით კინოჟურნალისტიკა. 2003-2004 წლებში მუშაობდა ტელესამაუწყებლო კომპანია „მეცხრე არხის“, გადაცემა „დილის“ წამყვანად. 2005–2006 წლებში იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანი. 2006-2008 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, გადაცემების „ქრონიკისა“ და „ღია ეთერის“ წამყვანად.

2008–2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები“. ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მდივანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი და საპარლამენტო უმცირესობის მდივანი.

2012 წელს „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ვერ გადალახეს პარლამენტში მოსახვედრად 5% ბარიერი, რის შემდეგაც ანიკაშვილი ჟურნალისტიკას დაუბრუნდა. 2014–2015 წლებში ანიკაშვილი იყო „პირველი არხის“ გასართობ-შემეცნებითი გადაცემის, „მშვიდობით იარაღოს“ ჟურნალისტი. 2015–2019 წლებში ანიკაშვილს „მაესტროზე“ მიჰყავდა გადაცემა „მაესტროს ფაქტორი“. ამჟამად ანიკაშვილი „იმედზე“ მიჰყავს გადაცემა „იმედის ფაქტორი“.[წყარო არ არის მითითებული 956 დღე]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]