ავთანდილ სტურუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავთანდილ სტურუა
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1967 (1967-11-15) (56 წლის)
დაბადების ადგილი კულაში, სამტრედიის რაიონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ავთანდილ სტურუა (დ. 15 ნოემბერი, 1967, დაბა კულაში, სამტრედიის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1991 წელს იყო სამტრედიის რაიონიის პრეფექტურასთან არსებული სამხედრო სექტორის მრჩეველი. 1991-2006 წლებში სამტრედიის საკრებულოს (სპიკერი) მდივანი. 1998-1999 წლებში სამტრედიის რაიონის ნაბაკევის თემის საკრებულოს გამგებელი. 2003-2004 წლებში იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2005-2006 წლებში საქართველოს გაერთიანებული ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის აბაშის მომსახურების ცენტრის მენეჯერი. 2006-2008 წლებში – სამტრედიის საკრებულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]