შინაარსზე გადასვლა

მსოფლიო რაგბი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რაგბის საერთაშორისო საბჭო)
მსოფლიო რაგბის ლოგო

მსოფლიო რაგბი (ინგლ. World Rugby) (1998-დან 2014 წლის ნოემბრამდე ცნობილი როგორც რაგბის საერთაშორისო საბჭო [1] და მანამდე რაგბი ფეხბურთის საერთაშორისო საბჭო).

1985 წელს ბრიტანეთის ქვეყნების რაგბი-ფეხბურთის კავშირებმა გადაწყვიტეს შეექმნათ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიმუშვებდა ერთიან წესებს და უღელმძღვანელებდა რაგბის განვითარებას. ჩანაფიქრში ყველა ქვეყანას ამ ორგანიზაციაში თანაბარი წარმომადგენელი უნდა ყოლოდა. ამას ინგლისელები არ დაეთანხმნენ. ისინი მეტ ადგილს ითხოვდნენ რადგან მათ მეზობლებზე გაცილებით მეტი კლუბი ჰყავდათ. მაშინ ირლანდიის (ლაილი და მაკალისთერი), უელსის (მალოქი და ლაინი) და შოტლანდიის (ქერიქი და გარდნერი) წარმომადგენლები 1886 წელს შეიკრიბნენ დუბლინში და დააარსეს რაგბი-ფეხბურთის საერთაშორისო საბჭო (International Rugby-football Board) – IRFB. მხოლოდ 1890 წელს შეუერთდა ორგანიზაციას ინგლისი. 1893 წელს მკაცრად გაილაშქრა რაგბიში პროფესიონალიზმის წინააღმდეგ როდესაც მუშა მორაგბეებს კლუბების მეპატრონენი უხდიდნენ ვითომ გაცდენილი სამუშო საათების ანაზღაურებას ან ინგლისური კლუბები იწვევდნენ შოტლანდიელ, ირლანდიელ და უელსელ მორაგბეებს. ამის გამო საბჭოს შემადგენლობიდან გამოვიდა 22 კლუბი, რომლებმაც დააარსეს რაგბი-ლიგა.

საბჭო თავიდანვე გამოირჩა თავისი კონსერვატიზმით. მიუხედავად რაგბის გავრცელებისა და განვითარებისა (განსაკუთრებით) ბრიტანეთის დომინიონებში (ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა), სადაც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს შეიქმნა სარაგბო კავშირები, საბჭო მათ კავშირში მიღებას არ ჩქარობდა. აფრიკელთა, ზელანდიელთა და ავსტრალიელთა მაღლმა სათამაშო კლასმა აიძულა საბჭოს წევრები ეთმაშათ ამ ქვეყნების ნაკრებებთან, დანარჩენ მსოფლიოს კი ბრიტანელები ზემოდან უყურებდნენ და თავს არ უყადრებდნენ. მაშინდელი საბჭოს მთავარი შეჯიბრი ბრიტანული გუნდების ყოველწლიური ტურნირი იყო. მხოლოდ 1910 წელს დაუშვეს ამ ტურნირში საფრანგეთი. სამხრეთ ნახევარსფეროსთან კი ბრიტანელები მხოლოდ ტესტ-მატჩებით და ტურნეებით ურთიერთობდნენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შეიტანეს და ოთხ ოლიმპიადაზე (1990, 1908, 1920 და 1924 წლებში) რაგბის თამაშობდნენ კიდეც. მაგრამ შემდეგ საერთაშორისო საბჭო ვერ (და არც ცდილობდა ამას) აკმაყოფილებდა ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებს და რაგბი პროგრამიდან ამოიღეს. მხოლოდ 1949 წელს გაუღო საბჭომ თავისი კარები ზელანდიას, ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას, ხოლო საფრანგეთი საერთოდ 1978 წლამდე აყურყუტეს. საბჭო არც რაიმე საერთაშორისო ტურნირის მოწყობას ეშურებოდა და მხოლოდ ტესტ-მატჩებით და ტურნეებით იფარგლებოდნენ.

ცხოვრებამ მაინც თავისი გაიტანა და 1985 წელს საბჭომ როგორც იქნა გადაწყვიტა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება. ამას მთელი რიგი რეფორმები და ქვეყნების საბჭო ში ტოტალური გაწევრიანება მოყვა. ამჟამად საბჭოში 116 ქვეყანა არის გაწევრიანებული. საბჭოში შედის 6 რეგიონული ფედერაციაც, რომლებიც თავ-თავიანთ კონტინენტზე წარმართავენ სარაგბო ცხოვრებას.

ირბ-ს უმაღლესი ორგანოა 26 კაციანი საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის პრეზიდენტი, 2-2 წარმომადგენელი ინგლისიდან, შოტლანდიიდან, უელსიდან, ირლანდიიდან, საფრანგეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდაბ და ზელანდიიდან. ამ საბჭოში თითო-თითო წარმომადგენელი ყავთ არგენტინას, იაპონიას, იტალიას, კანადას . დანარჩენი ხუთი ევროპის, ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ოკეანეთის ფედერაციებს წარმოადგენენ. ეს საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება. ირბ-ს ყოველდღიურ მუშობას კი წარმართვს 10 კაციანი აღმასრულებელი კომიტეტი. მის გარდა ფუნქციონირებს კომერციული, კომუნიკაციების, საფინანსო, იურიდიული, განვითარების, ტექნიკური, საერთაშორისო ურთიერთობების და მსოფლიოს თასის კომიტეტები.

1997 საბჭოს სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა „football“ და საბჭომ მიიღო დღევანდელი სახელი - რაგბის საერთაშორისო საბჭო - ირბ.

საბჭოს შტაბ-ბინა მდებარეობს დუბლინში

სამუშო ენებია ინგლისური და ფრანგული.

ამჟამად საბჭოს პრეზიდენტია ბერნარ ლაპასე (საფრანგეთი)

კონტინენტალური ფედერაციები და მისი წევრი ქვეყნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაცია - ევროპული რაგბის ასოციაცია (FIRA – AER)
დროშა: ავსტრია ავსტრია დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი დროშა: ანდორა ანდორა დროშა: ბელგია ბელგია დროშა: ბელარუსი ბელარუსი
დროშა: ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინა დროშა: გერმანია გერმანია დროშა: დანია დანია დროშა: ესპანეთი ესპანეთი დროშა: ინგლისი ინგლისი
დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია ისრაელის დროშა ისრაელი იტალიის დროშა იტალია ლატვია ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი მალტის დროშა მალტა მოლდოვის დროშა მოლდოვა მონაკოს დროშა მონაკო დროშა: ნორვეგია ნორვეგია
დროშა: პოლონეთი პოლონეთი დროშა: პორტუგალია პორტუგალია დროშა: რუმინეთი რუმინეთი დროშა: რუსეთი რუსეთი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი დროშა: საქართველო საქართველო დროშა: სერბეთი სერბეთი სლოვენიის დროშა სლოვენია დროშა: სომხეთი სომხეთი
დროშა: უელსი უელსი დროშა: უკრაინა უკრაინა დროშა: უნგრეთი უნგრეთი დროშა: ფინეთი ფინეთი დროშა: შვედეთი შვედეთი
დროშა: შვეიცარია შვეიცარია დროშა: ჩეხეთი ჩეხეთი ხორვატიის დროშა ხორვატია დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები დროშა: შოტლანდია შოტლანდია
აფრიკის რაგბის კონფედერაცია (CAR)
დროშა: ბოტსვანა ბოტსვანა დროშა: ბურუნდი ბურუნდი დროშა: განა განა დროშა: ზამბია ზამბია ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
კამერუნის დროშა კამერუნი დროშა: კენია კენია კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი მადაგასკარის დროშა მადაგასკარი მავრიკის დროშა მავრიკი
მავრიტანიის დროშა მავრიტანია მალის დროშა მალი დროშა: მაროკო მაროკო დროშა: ნამიბია ნამიბია ნიგერიის დროშა ნიგერია
რუანდის დროშა რუანდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დროშა: სენეგალი სენეგალი ესვატინის დროშა ესვატინი ტანზანიის დროშა ტანზანია
ტოგოს დროშა ტოგო დროშა: ტუნისი ტუნისი უგანდის დროშა უგანდა
აზიის რაგბის კავშირი (ARFU)
დროშა: არაბთა გაერთიანებული საამიროები არაბთა გაერთიანებული საამიროები(ოქროს ყურე) დროშა: გუამი გუამი დროშა: იაპონია იაპონია დროშა: ინდონეზია ინდონეზია ინდოეთის დროშა ინდოეთი
კამბოჯის დროშა კამბოჯა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა ლაოსის დროშა ლაოსი დროშა: მალაიზია მალაიზია დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი
პაკისტანი დროშა: სინგაპური სინგაპური ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი ტაილანდის დროშა ტაილანდი დროშა: ფილიპინები ფილიპინები
დროშა: ყაზახეთი ყაზახეთი დროშა: ყირგიზეთი ყირგიზეთი შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა დროშა: ჩინეთი ჩინეთი დროშა: უზბეკეთი უზბეკეთი
ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი დროშა: ირანი ირანი
ჩრდილოეთ ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის რაგბის ასოციაცია (NAWIRA)
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დროშა: ბაჰამის კუნძულები ბაჰამის კუნძულები დროშა: ბარბადოსი ბარბადოსი დროშა: ბერმუდის კუნძულები ბერმუდის კუნძულები დროშა: გაიანა გაიანა
დროშა: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები დროშა: იამაიკა იამაიკა კაიმანის კუნძულების დროშა კაიმანის კუნძულები დროშა: კანადა კანადა მექსიკის დროშა მექსიკა
სენტ-ლუსიის დროშა სენტ-ლუსია სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშა სენტ-ვინსენტი და გრენადინები ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო
სამხრეთ ამერიკის რაგბის კავშირი (CONSUR)
დროშა: არგენტინა არგენტინა დროშა: ბრაზილია ბრაზილია ვენესუელის დროშა ვენესუელა დროშა: კოლუმბია კოლუმბია დროშა: პარაგვაი პარაგვაი
დროშა: კოსტა-რიკა კოსტა-რიკა დროშა: პერუ პერუ დროშა: ურუგვაი ურუგვაი დროშა: ჩილე ჩილე დროშა: გვატემალა გვატემალა
ოკეანეთის რაგბის კავშირი (FORU)
დროშა: ავსტრალია ავსტრალია დროშა: ამერიკის სამოა ამერიკის სამოა დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია ვანუატუს დროშა ვანუატუ კუკის კუნძულების დროშა კუკის კუნძულები
ნიუეს დროშა ნიუე პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა დროშა: სამოა სამოა სოლომონის კუნძულების დროშა სოლომონის კუნძულები საფრანგეთის პოლინეზიის დროშა საფრანგეთის პოლინეზია
დროშა: ტონგა ტონგა დროშა: ფიჯი ფიჯი

საბჭო თავისი ეგიდით ატარებს:

გარდა ამისა ირბ თავისი პატრონაჟით ატარებდა ან ატარებს სხვადასხვა ტურნირებს:

ზემოთ ჩამოთვლილი ტურნირების გარდა არის ორი სანაკრებო ტურნირი რომლებიც მართლია ირბ-ს უშუალო ეგიდით არ ტარდება მაგრამ უდიდესი ინტერესით სარგებლობს რაგბის სამყაროში. ესენია:

ასევე ორი უაღრესად საინტერესო ტურნირია საკლუბო დონეზეც:

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. ,,ФиС’’ 1979

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „IRB to change name to World Rugby“ (პრეს-რელიზი). IRB. 28 August 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 28 August 2014.