ნიკოლოზ III
ნიკოლოზ III — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ათოლიკოს-პატრიარქი 1250-1282 წლებში. საქართველოს ეკლესია მის დროს იმყოფებოდა ძლიერების ზენიტში. ნიკოლოზ II დიპტიქში იხსენიებოდა მე-6 ადგილზე.[1]
ამხელდა და ებრძოდა ქართულ სახელმწიფოებრივ ცხოვრებასა და გაბატონებულ კლასის ზედაფენებში ფეხმოკიდებულ განდგომა-განკერძოებულობას, მომხვეჭელობას, წარმართულ და მონღოლურ წესებს.
ნიკოლოზ III გაემგზავრა ურდოში, სადაც, მონღოლთა მიერ ნებისმიერი დაპყრობილი ქვეყნის ადგილობრივი რელიგიის მმართველი სტრუქტურის, მათ შორის ეკლესიის გადასახადებიდან გათავისუფლების მონღოლური კანონითა და ეკლესიის დაცვის „იერლიყი“ („შეწყალების წიგნი“) - ს ძალით, ახლად დამტკიცდა მცხეთის სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძრის, საეპისკოპოსოებისა და მონასტრების ნებისმიერი გადასახადისგან გათავისუფლება, შეუვალობა და პრივილეგია.
მეფე დემეტრე თავდადებულთან მისი მრავალცოლიანობის გამო წარმოშობილი უთანხმოების გამო, პროტესტის ნიშნად გადადგა და თვითონვე აკურთხა კათოლიკოს-პატრიარქად აბრაჰამ I.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბ. ლომინაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 433.
- საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000
- „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდამ მეთექვსმეტე საუკუნემდე“, თბ., 1855, გვ. 3
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 147, ISBN 978-9941-0-0902-0.