გიორგი III (ტაოელი)
იერსახე
გიორგი III (ტაოელი) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით XI საუკუნის 50-60-იან წლებში, ბაგრატ IV-ის (1027-1072) თანამედროვე. წარმოშობით ტაოს მხრიდან. იწოდებოდა ტაოელად. საპატრიარქო ტახტი დაიკავა კათოლიკოს-პატრიარქ იოანე II-ის შემდეგ. 1057 წლის შიომღვიმის მონასტრისადმი მეფის მიერ შეწირულების სიგელს გიორგი III-ის დამტკიცება და ხელრთვაც ახლავს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბაშიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 19-20.