არცევი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
არცევი[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: აძვისთავი, გოიათა, ვალითა, ზემო ოტრევი, იკორთა, ნოგყაუ, პანტნაური, ქარჩითი, ქვემო ოტრევი, ჩხარაული).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მდინარე არცეულის ნაპირზე. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ცხინვალიდან 18 კილომეტრი, გორიდან — 27 კილომეტრი..
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არცევი ადრინდელ ფეოდალურ ხანაში შედიოდა გვერდისძირის სოფლებში, ხოლო XIV საუკუნიდან ქსნის საერისთავოში. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2007 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Арцеу).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 482 მცხოვრები.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ჩრდილოეთით განლაგებული ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორები მოწმობს, რომ სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული.
ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: არცევის ღვთისმშობლის ეკლესია, არცევის ეკლესიის ნანგრევები, არცევის ნაეკლესარი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 221.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 615.