იკორთა (გორის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იკორთა.

იკორთასოფელი გორის მუნიციპალიტეტში, (არცევის თემი). 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონის შემადგენლობაში. მდებარეობს ორბოძალის მთის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრი. ცხინვალიდან 35 კილომეტრი. ფეოდალურ ხანაში იკორთა იყო ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია შიდა ქართლში. 1732 წელს იკორთასთან ბრძოლაში მოიგერიეს ლეკი ფეოდალების თავდასხმა . 1736 წელს ქსნის ერისთავი შანშე ირანს განუდგა და იკორთის ციხეში გამაგრდა. ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა მტერი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იგი დაეუფლა ციხეს. სოფლის განაპირას მდებარეობს იკორთის ტაძარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]