არცევის ეკლესიის ნანგრევები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არცევის ეკლესიის ნანგრევები — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ არცევში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესიიდან შემორჩენილია დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე აღმართული ნახევარწრიული აბსიდისა და ჩრდილოეთი კედლის მცირე ნაწილი. დანარჩენი კედლები მიწის პირზეა გასწორებული. აბსიდის კედელი პერანგშემოცლილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 13