ვაცლავ ჰაველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაცლავ ჰაველი
ვაცლავ ჰაველი
ჩეხეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 თებერვალი 1993 – 2 თებერვალი 2003
პრემიერ-მინისტრი   ვაცლავ კლაუსი
იოზეფ ტოშოვსკი
მილოშ ზემანი
ვლადიმირ შპიდლა
წინამორბედი ახალშექმნილი პოსტი
მემკვიდრე ვაცლავ კლაუსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 დეკემბერი 1989 – 20 ივლისი 1992
პრემიერ-მინისტრი მარიან კალფა
იან სტრასკი
წინამორბედი გუსტავ ჰუსაკი
მემკვიდრე იან სტრასკი (მოვალეობის შემსრულებელი)

დაბადებული 5 ოქტომბერი 1936
პრაღა, ჩეხოსლოვაკია
გარდაცვლილი 18 დეკემბერი, 2011 (75 წლის)
პრაღა, ჩეხეთი
მოქალაქეობა ჩეხეთი
ეროვნება ჩეხი
პოლიტიკური პარტია სახალხო ფორუმი
მეუღლე ოლგა ჰავლოვა (1964–1996)
დაგმარ ჰავლოვა(1997–ამჟამინდელი)
პროფესია სცენარისტი
ხელმოწერა Vaclav Havel Signature.svg

ვაცლავ ჰაველი (დ. 5 ოქტომბერი 1936 – გ. 18 დეკემბერი, 2011) — ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტი და პოლიტიკოსი. ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტი (1989-1992) და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი (1993-2003). დაწერილი აქვს ოცზე მეტი პიესა და რამდენიმე თხზულება, რომელიც მრავალ ენაზეა თარგმნილი. ჰაველს მიღებული აქვს ამერიკის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, ფილადელფიის თავისუფლების მედალი, კანადის ორდენი და კეთილი ნების ელჩის წოდება. ჟურნალ Prospect Magazine მიერ, ჰაველი დასახელებულ იქნა მსოფლიოს მთავარ 100 ინტელექტუალთა შორის, მეოთხე ნომრად. ჰაველი არის ცნობილი დოკუმენტის — პრაღის დეკლარაცია ევროპის ნებისა და კომუნიზმის შესახებ, დამფუძნებელი ხელმომწერი.

ჰაველი პრეზიდენტი „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად გახდა. ამ თანამდებობაზე ჰაველმა ჯერ ჩეხოსლოვაკია შემდეგ კი ჩეხეთი მულტიპარტიულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქცია. მისი მმართველობის 13 წელიწადში, ქვეყანამ რადიკალური ცვლილება განიცადა. მათ შორის იყო სლოვაკეთისგან გამოყოფა, რასაც ჰაველი ეწინააღმდეგებოდა, ნატოს წევრობის მოპოვება და ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგის დაწყება, რომელიც 2004 წელს, ჰაველის თანამდებობიდან წასვლის წლისთავზე, ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაცლავ ჰაველი დაიბადა პრაღაში, 1936 წლის 5 ოქტომბერს. იგი იზრდებოდა ცნობილ და მდიდარ ინტელექტუალთა და საქმოსანთა ოჯახში, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო 1920-1940 წლებში ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან. ჰაველის მამა ფლობდა პრაღის ყველაზე მაღალ წერტილზე განლაგებულ უბან ბარანდოვს, მისი დედა კი ცნობილი ჟურნალისტისა და ელჩის ქალიშვილი იყო. ასეთი ბურჟუაზიული წარმომავლობის გამო, კომუნისტურმა რეჟიმმა ჰაველს ფორმალური განათლების მიღება აუკრძალა. 1950-იანი წლების დანდეგს ახალგაზრდა ჰაველი ერთ-ერთ ქიმიურ ლაბორატორიაში ოთხი წლით მოეწყო შეგირდად. ამავდროულად იგი სწავლობდა საღამოს კლასებზე და 1954 წელს საშუალო განათლება დაასრულა. პოლიტიკური მიზეზების გამო, ჰაველი არ მიიღეს არც ერთ ჰუმანიტარული სწავლების კურსზე, რის გამოც მან ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, თუმცა აქ მან მხოლოდ ორი წელი დაჰყო. 1964 წელს, ჰაველმა საკუთარი დედის ნების წინააღმდეგ ცოლად შეირთო პროლეტარი ოლგა სპლიჩალოვა.

გარდაიცვალა 2011 წლის 18 დეკემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. იგი ფილტვის კიბოთი იყო ავად და ბოლო წლებში რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა[1].

ადრინდელი თეატრალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ოჯახის ინტელექტუალური ტრადიციის შესაბამისად, ვაცლავ ჰაველმა გადაწყვიტა ჰუმანიტარულ გზას გაჰყოლოდა. 1957-59 წლებში სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, ჰაველი მუშაობდა სცენის ასისტენტად თეატრში — Divadlo Na zábradlí (თეატრი ბალუსტრადაზე) და სწავლობდა დრამას პრაღის თეატრალურ აკადემიაში. ჰაველის პირველი სრულმეტრაჟიანი პიესა იყო ბაღის წვეულება (1963). პიესა წარმოდგენილ იქნა ბალუსტრადაში გამართულ აბსურდის თეატრის სეზონზე და მან ჰაველს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მალე ჰაველმა დაწერა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა მემორანდუმი და კონცენტრირების უფრო დიდი სირთულე. 1968 წელს, მემორანდუმი დაიდგა ნიუ-იორკის საჯარო თეატრში, რამაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაველის რეპუტაციის დამკვიდრებას ხელი შეუწყო. საჯარო თეატრმა ჰაველის პროდუქციის დადგმა შემდეგი ოცი წლის მანძილზე გააგრძელა, თუმცა ჩეხოსლოვაკიაში ჰაველის პიესები აკრძალული იყო, თვითონ ჰაველი კი ვერ ტოვებდა ქვეყანას იმისათვის, რომ მისი პიესების უცხოური დადგმები თავად ეხილა.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოეზიის კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Čtyři rané básně
  • Záchvěvy I & II, 1954
  • První úpisy, 1955
  • Prostory a časy (poesie), 1956
  • Na okraji jara (cyklus básní), 1956
  • Anticodes, (Antikódy)

პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]