ვისოჩინის მხარე
| მხარე | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ვისოჩინის მხარე Vysočina kraj | |||||
|
ქალაქ ტელჩის მოედანი | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| შიდა დაყოფა | ჰავლიცკუვ-ბროდის რაიონი, იიჰლავის რაიონი, პელჰრჟიმოვის რაიონი, ტრჟებიცის რაიონი და ჟდიარ-ნად-საზავოის რაიონი | ||||
| კოორდინატები | 49°35′21″ ჩ. გ. 15°39′19″ ა. გ. / 49.58917° ჩ. გ. 15.65528° ა. გ. | ||||
| მმართველი | Martin Kukla | ||||
| დაარსდა | 12 ნოემბერი, 2000[1] | ||||
| ფართობი | 6,795 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 837 მ | ||||
| მოსახლეობა | 517 960 კაცი (2024) | ||||
| სიმჭიდროვე | 76 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საავტომობილო კოდი | J | ||||
| ოფიციალური საიტი | kr-vysocina.cz | ||||
ვისოჩინის მხარე (ჩეხ. Kraj Vysočina) — ჩეხეთის ადმინისტრაციული ერთეული. მდებარეობს ჩეხეთის ისტორიული მხარის ბოჰემიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ნაწილობრივ ისტორიული მხარის მორავიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი დედაქალაქია იჰლავა.
ვისოჩინა ჩეხეთში არსებული იმ სამი მხარიდან ერთ-ერთია, რომლებსაც სხვა ქვეყანასთან საზღვარი არ აქვთ. დანარჩენი ორი ასეთი მხარეა დედაქალაქი პრაღა და ცენტრალური ბოჰემიის მხარე.[2]
ვისოჩინის რაიონში UNESCO-ს 3 მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლია, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩეხეთის მხარეებს შორის. ვისოჩინის მხარეში არსებული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია ჟდიარ-ნად-საზავოუს წმინდა იან ნეპომუკელის ეკლესია, ქალაქ ტელჩის ისტორიული ცენტრი და ქალაქ ტრჟებიჩის ებრაული უბანი წმინდა პროკოპის ბაზილიკასთან ერთად.[3]
რაიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვისოჩინის მხარე ხუთ რაიონად (ჩეხ. okresy) იყოფა, რომლებიც თავის მხრივ 704 მუნიციპალიტეტად არიან დაყოფილი. ცენტრალური ბოჰემიის მხარის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ვისოჩინის რაიონებია:
- იჰლავის რაიონი
- პელჰრჟიმოვის რაიონი
- ჟდიარ-ნად-საზავოუს რაიონი
- ტრჟებიჩის რაიონი
- ჰავლიჩკუვ-ბროდის რაიონი
ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვისოჩინის 10 უდიდესი ქალაქი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (2024 წლის მონაცემებით):[4]
| სახელი | მოსახლეობა | ფართობი (კმ²) | რაიონი |
|---|---|---|---|
| 53,986 | 79 | იჰლავის რაიონი | |
| 34,797 | 58 | ტრჟებიჩის რაიონი | |
| 23,746 | 65 | ჰავლიჩკუვ-ბროდის რაიონი | |
| 20,525 | 37 | ჟდიარ-ნად-საზავოუს რაიონი | |
| 16,420 | 95 | პელჰრჟიმოვის რაიონი | |
| 11,627 | 41 | ჟდიარ-ნად-საზავოუს რაიონი | |
| 11,447 | 51 | პელჰრჟიმოვის რაიონი | |
| 9,904 | 61 | ჟდიარ-ნად-საზავოუს რაიონი | |
| 9,096 | 54 | ჰავლიჩკუვ-ბროდის რაიონი | |
| 7,896 | 53 | ჟდიარ-ნად-საზავოუს რაიონი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვისოჩინის მხარის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-06-24 საიტზე Wayback Machine.
| |||||||
- ↑ Administrativní registr ekonomických subjektů
- ↑ Charakteristika kraje Vysočina cs. ციტირების თარიღი: 22 April 2014
- ↑ Charakteristika kraje Vysočina cs. ციტირების თარიღი: 22 April 2014
- ↑ Population of municipalities of the Czech Republic, 1 January 2024. ციტირების თარიღი: 2024-05-17
