შინაარსზე გადასვლა

იაროსლავ ჰაშეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაროსლავ ჰაშეკი
ჩეხ. Jaroslav Hašek
დაბადების თარიღი 30 აპრილი, 1883(1883-04-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი პრაღა, ბოჰემიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[1] [15] [8] [10] [11] [16] [14] [17]
გარდაცვალების თარიღი 3 იანვარი, 1923(1923-01-03)[1] [15] [2] [3] [4] [5] [6] [18] [7] [8] [9] [10] [13] [14] (39 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლიპნიცე-ნად-საზავოუ, ჩეხოსლოვაკია[1] [8] [10] [16] [14] [17]
დასაფლავებულია Starý hřbitov
საქმიანობა ავტორი[1] [19] , სატირიკოსი[19] [16] [20] , რომანისტი, ჟურნალისტი[10] [16] [14] [20] , მწერალი[10] [16] [14] [20] , პუბლიცისტი[8] [16] [20] , იუმორისტი[16] [20] და satirical novelist
ენა ჩეხური ენა და რუსული ენა
მოქალაქეობა ჩეხოსლოვაკია
ცისლეიტანია
ალმა-მატერი Reálné gymnázium v Ječné
Magnum opus კარგი ჯარისკაცი შვეიკი
ჯილდოები Medal for Bravery
მეუღლე იარმილა გაშეკოვა[16] და Alexandra Lvova
შვილ(ებ)ი Richard Hašek
ხელმოწერა

იაროსლავ ჰაშეკი (დ. 30 აპრილი, 1883, პრაღა — გ. 3 იანვარი, 1923, ლიპნიცე) — ჩეხი მწერალი.

დაიბადა მასწავლებლის ოჯახში. დაამთავრა კომერციული სასწავლებელი. ბეჭდვა დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში. თავდაპირველად აქვეყნებდა მგზავრულ ნარკვევებსა და იუმორისტულ ჩანახატებს. ჰაშეკს ეკუთვნის ათასამდე ნარკვევი, მოთხრობა და ფელეტონი, რომლებშიც დასცინის ბიუროკრატიულ სახელმწიფოს აპარატს, ბურჟუაზიულ მორალსა და სამღვდელოებას.

1912 წელს გამოაქვეყნა მოთხრობათა კრებული „ყოჩაღი ჯარისკაცი და სხვა გასაოცარი ისტორიები“. 1915 ავსტრია-უნგრეთის არმიაში გაიწვიეს. მალე რუსებს ჩაბარდა ტყვედ. 1916 შევიდა რუსეთში შექმნილ ჩეხ-სლოვაკთა სამხედრო ნაწილში. თანამშრომლობდა გაზეთ „ჩეხოსლოვანში“ (კიევი). ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჰაშეკი გადავიდა საბჭოთა ხელისუფლების მხარეზე, გახდა რკპ (ბ) წევრი და შევიდა წითელი არმიის რიგებში (1918). თანამშრომლობდა საფრონტო გაზეთებში.

რუსულად გამოაქვეყნა „ადმირალ კოლჩაკის არმია“ და „ხუცეს მალიუტას დღიური“ (ორივე 1919). 1920 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ჰაშეკის შემოქმედების მწვერვალია რომანი „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და მისი თავგადასავალი მსოფლიო ომის დროს“ (1921-1923, დაუმთავრებელია). შვეიკი — „პატარა ადამიანი“ გამოხატავს ხალხის პროტესტს ომის წინააღმდეგ.

ქალაქ ლიპნიცეში (ჩეხეთი) 1959 წელს გაიხსნა ჰაშეკის მუზეუმი.

  1. 1 2 3 4 5 Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962.
  2. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 Encyclopædia Britannica
  5. 1 2 IMSLP — 2006.
  6. 1 2 Babelio — 2007.
  7. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  8. 1 2 3 4 5 Národní autority České republiky
  9. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija / A. VujićLZMK, 2005.
  10. 1 2 3 4 5 6 abART
  11. 1 2 Databáze Vojenského historického archivu
  12. Databáze Vojenského historického archivu
  13. 1 2 ПроДетЛит — 2019.
  14. 1 2 3 4 5 6 regional database of the Regional Library of Highlands
  15. 1 2 Востокова С. И. Гашек Ярослав // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1971. — Т. 6 : Газлифт — Гоголево. — С. 148–149.
  16. 1 2 3 4 5 6 7 8 Katalog der Deutschen Nationalbibliothek
  17. 1 2 verschiedene Autoren Biographisches Lexikon zur Geschichte der böhmischen LänderR. Oldenbourg Verlag, Collegium Carolinum, 2000.
  18. filmportal.de — 2005.
  19. 1 2 Литературная энциклопедияКоммунистическая академия, Большая российская энциклопедия, Художественная литература, 1929.
  20. 1 2 3 4 5 Deutsche Nationalbibliothek Record #118546554 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.