ტელჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტელჩი
Telč

ქალაქის ცენტრალური მოედანი XVI საუკუნის სახლებით
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
შიდა დაყოფა Studnice[1] , Podolí[1] , Telč-Staré Město[1] , Štěpnice[1] და Vnitřní Město[1]
კოორდინატები 49°11′04″ ჩ. გ. 15°28′11″ ა. გ. / 49.18444° ჩ. გ. 15.46972° ა. გ. / 49.18444; 15.46972
მაიორი Vladimír Brtník[2]
დაარსდა 1099
პირველი ხსენება 1315
ფართობი 24.86 კმ²
ცენტრის სიმაღლე 514
მოსახლეობა 5 812 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 234 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 588 56
საავტომობილო კოდი JI
ოფიციალური საიტი telc-etc.cz/telc/
ტელჩი — ჩეხეთის რესპუბლიკა
ტელჩი

ტელჩი (ჩეხ. Telč, გერმ. Teltsch) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკაში, სამხრეთ მორავიაში. დაარსდა XIII საუკუნეში, როგორც საწყლოსნო ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობდა ბოჰემიის, მორავიისა და ავსტრიის გადატვირთულ სავაჭრო გზაჯვარედინზე.

გარდა XVII საუკუნის მონუმენტურის რენესანსული სასახლისა და მასთან არსებული ინგლისური სტილის პარკისა, ტელჩის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა ქალაქის მოედანი - გრძელი ურბანული მოედნის უნიკალური კომპლექსი საუკეთესოდ დაცული რენესანსული და ბაროკოს სახლებით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ფროტონებითა და პასაჟებით. 1992 წელს, ყოველივე ეს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

ქალაქის გოტიკური ციხესიმაგრე XIV საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა. XV საუკუნის ბოლოს, ციხე გაძლიერდა, დაემატა ახალი ჭიშკარი და კოშკი. XVI საუკუნის შუა წლებში, ციხესიმაგრე რენესანსის სტილში გადაკეთდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 621
ინგლ.რუს.ფრ.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. https://www.telc.eu/data/userfiles/files/TL/2021/TL202103.pdf