მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარტინა ჰინგისი
ჰინგისი 2014 წელს ქვეყანა (სპორტი)
შვეიცარია საცხოვრებელი ადგილი
ფოიზისბერგი , შვეიცარია დაიბადა
30 სექტემბერი , 1980 (1980-09-30 ) (44 წლის) კოშიცე , ჩეხოსლოვაკია სიმაღლე
171 სმ. პროფესიონალი
1994 კარიერა დაასრულა
2017 თამაში
მემარჯვენე ფულადი პრიზი
24,749,074 აშშ დოლარი დიდების დარბაზი
2013 (წევრის გვერდი ) ერთეულები კარიერის ჩანაწერები
548–135 (80.2%) ტიტულები კარიერაში
43 უმაღლესი რეიტინგი
1-ლი (31 მარტი, 1997) დიდი სლემის ერთეულთა შედეგები ავსტრალიის ღია პირველობა
გამარჯვება (1997, 1998, 1999) საფრანგეთის ღია პირველობა
ფინალი (1997, 1999) უიმბლდონი
გამარჯვება (1997) აშშ-ის ღია პირველობა
გამარჯვება (1997) სხვა ტურნირები ტურის ფინალი
გამარჯვება (1998, 2000) ოლიმპიური თამაშები
2რ (1996) წყვილები კარიერის ჩანაწერები
489–109 (81.77%) ტიტულები კარიერაში
64 უმაღლესი რეიტინგი
1-ლი (8 ივნისი, 1998) დიდი სლემის წყვილთა შედეგები ავსტრალიის ღია პირველობა
გამარჯვება (1997, 1998, 1999, 2002, 2016) საფრანგეთის ღია პირველობა
გამარჯვება (1998, 2000) უიმბლდონი
გამარჯვება (1996, 1998, 2015) აშშ-ის ღია პირველობა
გამარჯვება (1998, 2015, 2017) წყვილთა სხვა ტურნირები ტურის ფინალი
გამარჯვება (1999, 2000, 2015) ოლიმპიური თამაშები
ფინალი (2016) შერეული წყვილები კარიერის ჩანაწერები
54–12 (81.82%) ტიტულები კარიერაში
7 დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები ავსტრალიის ღია პირველობა
გამარჯვება (2006, 2015) საფრანგეთის ღია პირველობა
გამარჯვება (2016) უიმბლდონი
გამარჯვება (2015, 2017) აშშ-ის ღია პირველობა
გამარჯვება (2015, 2017) გუნდური შეჯიბრები ფედერაციის თასი
ფინალი (1998) ჰოპმანის თასი
გამარჯვება (2001) ბოლოს განახლდა: 9 მაისი, 2018.
მარტინა ჰინგისი (Martina Hingis; დ. 30 სექტემბერი , 1980 , კოშიცე , ჩეხოსლოვაკია ) — ჩეხოსლოვაკური წარმოშობის შვეიცარიელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
ჰინგისს ერთეულებში 5 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 3 ავსტრალიის ღია პირველობა , 1 აშშ-ის ღია პირველობა და 1 უიმბლდონი . 1990-იან წლებში, ჰინგისმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა. 1997 წელს ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით, მარტინა გახდა დიდი სლემის ტურნირების ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული 16 წლის და 3 თვის ასაკში. ორ თვეში იგი გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი ერთეულთა რეიტინგში. 2002 წელს 22 წლის ასაკში, მარტინას ტრავმების გამო ჩოგბურთისთვის თავის დანებება მოუწია[ 1] . ამ დროისთვის მას უკვე WTA-ის 40 ტიტული ჰქონდა მოგებული, 1997-დან 2001 წლამდე, იგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი ჩოგბურთელი იყო. ჰინგისი 2006 წელს დაუბრუნდა ჩოგბურთს, მოიგო რამდენიმე ტურნირი და რეიტინგში მეექვსე ადგილამდე ავიდა, თუმცა მას კვლავ დაეწყო ტრავმები. ასევე 2007 წელს იგი უიმბლდონის სამედიცინო შემოწმებაზე ჩავარდა ორგანიზმში კოკაინის არსებობის გამო, რის გამოც მარტინა ორი წლით იქნა დისკვალიფიცირებული[ 2] . მან მეორედ გამოაცხადა კარიერის დასრულება, თუმცა 2013 წელს იგი კვლავ დაუბრუნდა ჩოგბურთს[ 3] . ჰინგისი კარიერის ბოლომდე მხოლოდ წყვილთა და შერეულ წყვილთა მატჩებში იღებდა მონაწილეობას.
საბოლოოდ ერთეულებში მარტინა ჰინგისმა WTA-ის 43 ტურნირი მოიგო, აქედან 2 წლის შემაჯამებელი ტურნირი . იგი 209 კვირის განმავლობაში ლიდერობდა ერთეულთა მსოფლიო რეიტინგში. წყვილებში მან 13 დიდი სლემის ტურნირზე გაიმარჯვა. მარტინამ კარიერაში 64 წყვილთა ტურნირი მოიგო და წყვილთა რეიტინგში 90 კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს. ჰინგისმა ასევე 7 დიდი სლემის ტიტული მოიგო შერეულ წყვილებში.
ოლიმპიურ თამაშებზე, მას ერთი ვერცხლის მედალი აქვს წყვილთა თანრიგში მოპოვებული. სანაკრებო დონეზე, ჰინგისმა ერთხელ მოიგო ჰოპმანის თასი შვეიცარიის ნაკრებთან ერთად.
მესამედ და საბოლოოდ მარტინა ჰინგისმა კარიერა 2017 წლის ბოლოს დაასრულა[ 4] . 2013 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
შედეგი
წელი
ტურნირი
საფარი
მეტოქე
ანგარიში
გამარჯვება
1997
ავსტრალიის ღია პირველობა (1)
ჰარდი
მერი პირსი
6–2, 6–2
მარცხი
1997
საფრანგეთის ღია პირველობა
თიხა
ივა მაიოლი
4–6, 2–6
გამარჯვება
1997
უიმბლდონი (1)
ბალახი
იანა ნოვოტნა
2–6, 6–3, 6–3
გამარჯვება
1997
აშშ-ის ღია პირველობა (1)
ჰარდი
ვინუს უილიამსი
6–0, 6–4
გამარჯვება
1998
ავსტრალიის ღია პირველობა (2)
ჰარდი
კონჩიტა მარტინესი
6–3, 6–3
მარცხი
1998
აშშ-ის ღია პირველობა
ჰარდი
ლინდზი დევენპორტი
3–6, 5–7
გამარჯვება
1999
ავსტრალიის ღია პირველობა (3)
ჰარდი
ამელი მორესმო
6–2, 6–3
მარცხი
1999
საფრანგეთის ღია პირველობა
თიხა
შტეფი გრაფი
6–4, 5–7, 2–6
მარცხი
1999
აშშ-ის ღია პირველობა
ჰარდი
სერენა უილიამსი
3–6, 6–7(4–7)
მარცხი
2000
ავსტრალიის ღია პირველობა
ჰარდი
ლინდზი დევენპორტი
1–6, 5–7
მარცხი
2001
ავსტრალიის ღია პირველობა
ჰარდი
ჯენიფერ კაპრიატი
4–6, 3–6
მარცხი
2002
ავსტრალიის ღია პირველობა
ჰარდი
ჯენიფერ კაპრიატი
6–4, 6–7(7–9) , 2–6
შედეგი
წელი
ტურნირი
საფარი
მეწყვილე
მეტოქეები
ანგარიში
გამარჯვება
1996
უიმბლდონი (1)
ბალახი
ჰელენა სუკოვა
მერედით მაკგრათი ლარისა სავჩენკო
5–7, 7–5, 6–1
გამარჯვება
1997
ავსტრალიის ღია პირველობა (1)
ჰარდი
ნატალია ზვერევა
ლინდზი დევენპორტი ლიზა რეიმონდი
6–2, 6–2
გამარჯვება
1998
ავსტრალიის ღია პირველობა (2)
ჰარდი
მირიანა ლუჩიჩი
ლინდზი დევენპორტი ნატალია ზვერევა
6–4, 2–6, 6–3
გამარჯვება
1998
საფრანგეთის ღია პირველობა (1)
თიხა
იანა ნოვოტნა
ლინდზი დევენპორტი ნატალია ზვერევა
6–1, 7–6(7–4)
გამარჯვება
1998
უიმბლდონი (2)
ბალახი
იანა ნოვოტნა
ლინდზი დევენპორტი ნატალია ზვერევა
6–3, 3–6, 8–6
გამარჯვება
1998
აშშ-ის ღია პირველობა (1)
ჰარდი
იანა ნოვოტნა
ლინდზი დევენპორტი ნატალია ზვერევა
6–3, 6–3
გამარჯვება
1999
ავსტრალიის ღია პირველობა (3)
ჰარდი
ანა კურნიკოვა
ლინდზი დევენპორტი ნატალია ზვერევა
7–5, 6–3
მარცხი
1999
საფრანგეთის ღია პირველობა
თიხა
ანა კურნიკოვა
სერენა უილიამსი ვინუს უილიამსი
3–6, 7–6(7–2) , 6–8
მარცხი
2000
ავსტრალიის ღია პირველობა
ჰარდი
მერი პირსი
ლიზა რეიმონდი რენე სტაბსი
4–6, 7–5, 4–6
გამარჯვება
2000
საფრანგეთის ღია პირველობა (2)
თიხა
მერი პირსი
ვირხინია რუანო პასკუალი პაოლა სუარესი
6–2, 6–4
გამარჯვება
2002
ავსტრალიის ღია პირველობა (4)
ჰარდი
ანა კურნიკოვა
დანიელა ჰანტუხოვა არანჩა სანჩეს ვიკარიო
6–2, 6–7(4–7) , 6–1
მარცხი
2014
აშშ-ის ღია პირველობა
ჰარდი
ფლავია პენეტა
ეკატერინა მაკაროვა ელენა ვესნინა
6–2, 3–6, 2–6
გამარჯვება
2015
უიმბლდონი (3)
ბალახი
სანია მირზა
ეკატერინა მაკაროვა ელენა ვესნინა
5–7, 7–6(7–4) , 7–5
გამარჯვება
2015
აშშ-ის ღია პირველობა (2)
ჰარდი
სანია მირზა
კეისი დელაკუა იაროსლავა შვედოვა
6–3, 6–3
გამარჯვება
2016
ავსტრალიის ღია პირველობა (5)
ჰარდი
სანია მირზა
ანდრეა ჰლავაჩკოვა ლუცია გრადეცკაია
7–6(7–1) , 6–3
გამარჯვება
2017
აშშ-ის ღია პირველობა (3)
ჰარდი
ჩან ჰაო ჩინგი
ლუცია გრადეცკაია კატერინა სინიაკოვა
6–3, 6–2
შედეგი
წელი
ტურნირი
საფარი
მეწყვილე
მეტოქეები
ანგარიში
გამარჯვება
2006
ავსტრალიის ღია პირველობა (1)
ჰარდი
მაჰეშ ბჰუპატი
ელენა ლიხოვცევა დანიელ ნესტორი
6–3, 6–3
გამარჯვება
2015
ავსტრალიის ღია პირველობა (2)
ჰარდი
ლეანდერ პაესი
კრისტინა მლადენოვიჩი დანიელ ნესტორი
6–4, 6–3
გამარჯვება
2015
უიმბლდონი (1)
ბალახი
ლეანდერ პაესი
ტიმეა ბაბოში ალექსანდრ პეია
6–1, 6–1
გამარჯვება
2015
აშშ-ის ღია პირველობა (1)
ჰარდი
ლეანდერ პაესი
ბეთანი მატეკ სანდსი სემ ქუერი
6–4, 3–6, [10–7]
გამარჯვება
2016
საფრანგეთის ღია პირველობა (1)
თიხა
ლეანდერ პაესი
სანია მირზა ივან დოდიგი
4–6, 6–4, [10–8]
გამარჯვება
2017
უიმბლდონი (2)
ბალახი
ჯეიმი მარი
ჰეზერ უოტსონი ჰენრი კონტინენი
6–4, 6–4
გამარჯვება
2017
აშშ-ის ღია პირველობა (2)
ჰარდი
ჯეიმი მარი
ჩან ჰაოცინი მაიკლ ვინუსი
6–1, 4–6, [10–8]
შედეგი
წელი
ტურნირი
საფარი
მეტოქე
ანგარიში
მარცხი
1996
WTA-ის ტურის ჩემპიონატი , ნიუ-იორკი
ხალიჩა (დ)
შტეფი გრაფი
3–6, 6–4, 0–6, 6–4, 0–6
გამარჯვება
1998
WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (1)
ხალიჩა (დ)
ლინდზი დევენპორტი
7–5, 6–4, 4–6, 6–2
მარცხი
1999
WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი
ხალიჩა (დ)
ლინდზი დევენპორტი
4–6, 2–6
გამარჯვება
2000
WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (2)
ხალიჩა (დ)
მონიკა სელეში
6–7(5–7) , 6–4, 6–4
(დ) – დახურული კორტი
ჩემპიონები მოცემულია 1968 წლიდან, როდესაც პროფესიონალებს დართეს დიდი სლემის ტურნირებზე მონაწილეობის უფლება
ჩემპიონები მოცემულია 1968 წლიდან, როდესაც პროფესიონალებს დართეს დიდი სლემის ტურნირებზე მონაწილეობის უფლება
ჩემპიონები მოცემულია 1968 წლიდან, როდესაც პროფესიონალებს დართეს დიდი სლემის ტურნირებზე მონაწილეობის უფლება
WTA-ის ერთეულთა რეიტინგი შეიქმნა 1975 წლის 3 ნოემბერს
(პირველი წელი რეიტინგში პირველ ადგილზე/ბოლო წელი – კ (კვირა))
დღევანდელი პირველი ჩოგანი გამუქებულია