შინაარსზე გადასვლა

ივან ლენდლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივან ლენდლი

ლენდლი 1984 წელს
ქვეყანა (სპორტი) ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია (1978–1992)
აშშ-ის დროშა აშშ (1992–1994)
საცხოვრებელი ადგილი ვირო ბიჩი, ფლორიდა, აშშ
დაიბადა 7 მარტი, 1960 (1960-03-07) (66 წლის)
ოსტრავა, ჩეხოსლოვაკია
სიმაღლე 187 სმ.
პროფესიონალი 1978
კარიერა დაასრულა 1994
თამაში მემარჯვენე
ფულადი პრიზი 21,262,417 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2001 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 1068–242 (81.53%)
ტიტულები კარიერაში 94
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (28 თებერვალი, 1983)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1989, 1990)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1984, 1986, 1987)
უიმბლდონი ფინალი (1986, 1987)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1985, 1986, 1987)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1981, 1982, 1985, 1986, 1987)
დიდი სლემის თასი ნახევარფინალი (1991)
WCT-ის ფინალი გამარჯვება (1982, 1985)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 187–140 (57.2%)
ტიტულები კარიერაში 6
უმაღლესი რეიტინგი მე-20 (12 მაისი, 1986)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 3რ (1984)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1980)
უიმბლდონი 2რ (1985)
აშშ-ის ღია პირველობა 3რ (1980)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (1980)
ბოლოს განახლდა: 22 ოქტომბერი 2018.

ივან ლენდლი (ჩეხ. Ivan Lendl; დ. 7 მარტი, 1960, ოსტრავა, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხოსლოვაკი და მოგვიანებით ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3].

ლენდლს 8 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 3 საფრანგეთის ღია პირველობა, 3 აშშ-ის ღია პირველობა და 2 ავსტრალიის ღია პირველობა. მან ასევე მოიგო 5 წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მას ATP-ის 94 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. ლენდლი 270 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს, რაც მესამე საუკეთესო შედეგია როჯერ ფედერერის და პიტ სამპრასის შემდეგ.

სანაკრებო დონეზე, ლენდლმა ერთხელ მოიგო დეივისის თასი ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან ერთად. კარიერა მან 1994 წელს დაასრულა. 2001 წელს, ლენდლი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

2011 წლის დეკემბერში, ლენდლი ენდი მარის მწვრთნელი გახდა[4]. მისი დახმარებით, მარიმ 3 დიდი სლემის ტურნირი, 2 ოლიმპიური ოქროს მედალი და 1 წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. ბრიტანელი ასევე კარიერაში პირველად აღზევდა რეიტინგში პირველ ადგილზე. 2017 წლის ნოემბერში, ლენდლმა და მარიმ დაასრულეს თანამშრომლობა[5].

სტატისტიკა და მიღწევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 19 (8–11)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი1981საფრანგეთის ღია პირველობათიხაშვედეთის დროშა ბიერნ ბორგი1–6, 6–4, 2–6, 6–3, 1–6
მარცხი1982აშშ-ის ღია პირველობაჰარდიაშშ-ის დროშა ჯიმი კონორსი3–6, 2–6, 6–4, 4–6
მარცხი1983აშშ-ის ღია პირველობაჰარდიაშშ-ის დროშა ჯიმი კონორსი3–6, 7–6(7–2), 5–7, 0–6
მარცხი1983ავსტრალიის ღია პირველობაბალახიშვედეთის დროშა მატს ვილანდერი1–6, 4–6, 4–6
გამარჯვება1984საფრანგეთის ღია პირველობა (1)თიხააშშ-ის დროშა ჯონ მაკინროი3–6, 2–6, 6–4, 7–5, 7–5
მარცხი1984აშშ-ის ღია პირველობაჰარდიაშშ-ის დროშა ჯონ მაკინროი3–6, 4–6, 1–6
მარცხი1985საფრანგეთის ღია პირველობათიხაშვედეთის დროშა მატს ვილანდერი6–3, 4–6, 2–6, 2–6
გამარჯვება1985აშშ-ის ღია პირველობა (1)ჰარდიაშშ-ის დროშა ჯონ მაკინროი7–6(7–1), 6–3, 6–4
გამარჯვება1986საფრანგეთის ღია პირველობა (2)თიხაშვედეთის დროშა მიკაელ პერნფორსი6–3, 6–2, 6–4
მარცხი1986უიმბლდონიბალახიგერმანიის დროშა ბორის ბეკერი4–6, 3–6, 5–7
გამარჯვება1986აშშ-ის ღია პირველობა (2)ჰარდიჩეხოსლოვაკიის დროშა მილოსლავ მეჩირჟი6–4, 6–2, 6–0
გამარჯვება1987საფრანგეთის ღია პირველობა (3)თიხაშვედეთის დროშა მატს ვილანდერი7–5, 6–2, 3–6, 7–6(7–3)
მარცხი1987უიმბლდონიბალახიავსტრალიის დროშა პეტ ქეში6–7(5–7), 2–6, 5–7
გამარჯვება1987აშშ-ის ღია პირველობა (3)ჰარდიშვედეთის დროშა მატს ვილანდერი6–7(7–9), 6–0, 7–6(7–4), 6–4
მარცხი1988აშშ-ის ღია პირველობაჰარდიშვედეთის დროშა მატს ვილანდერი4–6, 6–4, 3–6, 7–5, 4–6
გამარჯვება1989ავსტრალიის ღია პირველობა (1)ჰარდიჩეხოსლოვაკიის დროშა მილოსლავ მეჩირჟი6–2, 6–2, 6–2
მარცხი1989აშშ-ის ღია პირველობაჰარდიგერმანიის დროშა ბორის ბეკერი6–7(2–7), 6–1, 3–6, 6–7(4–7)
გამარჯვება1990ავსტრალიის ღია პირველობა (2)ჰარდიშვედეთის დროშა სტეფან ედბერგი4–6, 7–6(7–3), 5–2 შეწყვიტა
მარცხი1991ავსტრალიის ღია პირველობაჰარდიგერმანიის დროშა ბორის ბეკერი6–1, 4–6, 4–6, 4–6

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 9 (5–4)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი1980მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკიხალიჩა (დ)შვედეთის დროშა ბიერნ ბორგი4–6, 2–6, 2–6
გამარჯვება1981მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (1)ხალიჩა (დ)აშშ-ის დროშა ვიტას გერულაიტისი6–7(5–7), 2–6, 7–6(8–6), 6–2, 6–4
გამარჯვება1982მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (2)ხალიჩა (დ)აშშ-ის დროშა ჯონ მაკინროი6–4, 6–4, 6–2
მარცხი1983მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკიხალიჩა (დ)აშშ-ის დროშა ჯონ მაკინროი3–6, 4–6, 4–6
მარცხი1984მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკიხალიჩა (დ)აშშ-ის დროშა ჯონ მაკინროი5–7, 0–6, 4–6
გამარჯვება1985მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (3)ხალიჩა (დ)დასავლეთ გერმანიის დროშა ბორის ბეკერი6–2, 7–6(7–1), 6–3
გამარჯვება1986მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (4)ხალიჩა (დ)დასავლეთ გერმანიის დროშა ბორის ბეკერი6–4, 6–4, 6–4
გამარჯვება1987მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (5)ხალიჩა (დ)შვედეთის დროშა მატს ვილანდერი6–2, 6–2, 6–3
მარცხი1988მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკიხალიჩა (დ)დასავლეთ გერმანიის დროშა ბორის ბეკერი7–5, 6–7(5–7), 6–3, 2–6, 6–7(5–7)

(დ) – დახურული კორტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Tennis' Top 20 of All Time“. espn.com. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2018.
  2. „Top 10 Men's Tennis Players of All Time“. si.com. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2018.
  3. „THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA (M): NO. 8, IVAN LENDL“. tennis.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-03. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2018.
  4. „Andy Murray appoints Ivan Lendl as his new coach“. bbc.com. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2018.
  5. „Andy Murray: British number one splits with coach Ivan Lendl“. bbc.com. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2018.