შუმავის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუმავის ეროვნული პარკი

Národní park Šumava

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
კოორდინატები 48°46′ ჩ. გ. 13°51′ ა. გ. / 48.767° ჩ. გ. 13.850° ა. გ. / 48.767; 13.850
ფართობი 680,64 კმ²
დაარსდა 1991-03-20
პარკის მდებარეობა

შუმავის ეროვნული პარკი (ჩეხ. Národní park Šumava) — ეროვნული პარკი ჩეხეთში, პლზენისა და სამხრეთ ბოჰემიის მხარეების ტერიტორიაზე, გერმანიასთან და ავსტრიასთან საზღვრების გასწვრივ. იცავს მცირედ დასახლებულ ამავე სახელწოდების (შუმავა) მთათა სისტემას.

შუმავის მთები დაფარულია ცენტრალური ევროპის ყველაზე ვრცელი ტყეებით, რომლის ბუნებრივი შემადგენლობა, შეიცვალა, თუმცა დღესაც სჭარბობს ნაძვი. ბევრ ადგილას, არამშობლიური ნაძვები ხელოვნურად იქნა გაშენებული. ისინი კარგად ვერ ეგუებიან ადგილობრივ მშრალ კლიმატს და სისტემის გარკვეული ელემენტების მიმართ მგრძნობელობას გამოხატავენ, მაგალითად ძლიერი ქარებისა და ქერქის ხოჭოსადმი. მრავალი ფართო პლატო ტორფის ჭაობებით, მყინვარული ტბებითა და პირველყოფილი ტყეების ნაშთებით ავსებს საცხოვრებელი არეალის მოზაიკას, თუმცა მოსახლეობა ძალიან არათანაბრადაა გადანაწილებული, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დომინანტი გერმანულენოვანი მოსახლეობა განდევნილ იქნა არეალი ფაქტობრივად გაუდაბნოვდა. 1970-იან წლებამდე აქ არსებობდა ფოცხვერების სტაბილური პოპულაცია.

1963 წლის 27 დეკემბერს, არეალი დაცულ ტერიტორიად გაფორმდა და ის მთის სისტემის უდიდეს ნაწილს მოიცავდა. 1991 წლის 20 მარტს, მისი ყველაზე ღირებული ნაწილი ეროვნულ პარკად გაფორმდა, დარჩენილი დაცული ტერიტორია კი მის ბუფერულ ზონად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rubín, Josef (2003). Národní parky a chráněné krajinné oblasti. Praha: Olympia. ISBN 80-7033-808-3.