შინაარსზე გადასვლა

მორავები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მორავების ტრადიციული ტანისამოსი.

მორავები, მორაველები, (ჩეხ. Moravané, სალ. Moraváci) — ჩეხების სუბეთნიკური ჯგუფი, ძირითადად ცხოვრობენ ჩეხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონ მორავიაში.

სახელი მორავები, სავარაუდოდ, მდინარე მორავას უნდა უკავშირდებოდეს.

2001 წლის მდგომარეობით მორავების რაოდენობა 380 474 ადამიანს შეადგენდა.

მორავების სალაპარაკო ენა ჩეხურია, საუბრობენ მორავულ დიალექტზე, რაც დასავლეთ სლავური ენების ქვეყგუფში ერთიანდება. დამწერლობა ლათინური ანბანით წარმოებს.

მორწმუნეთა უმეტესობა კათოლიკეა.

მორავიის ტერიტორიაზე ძველთაგანვე სლავური ტომები სახლობდნენ. მოგვიანებით, 1526 წელს, ბოჰემიის, მორავიისა და სლოვაკეთის (იმხანად უნგრეთის) მიწები ავსტრიელი ჰაბსბურგების გვირგვინს დაექვემდებარა.

XX საუკუნეში მორავიის ტერიტორია ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში მოექცა. 1993 წ3ლს ერთიანი სახელმწიფო ორად გაიყო, ხოლო მორავია ჩეხეთის შემადგენლობაში დარჩა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]